Diablo-მ 18 წლის ახალგაზრდა შეიწირა
ტაივანზე 18 წლის ახალგაზრდა მას შემდეგ გარდაიცვალა‚ რაც 40 საათის განმავლობაში‚ როგორც იტყვიან‚ „კომპიუტერიდან არ ამდგარა“ და არაფერი უჭამია‚ მხოლოდ Diablo-ს თამაშობდა.
15 ივლისს‚ დილით იგი მაგიდასთან მძინარე აღმოაჩინეს. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა გააღვიძეს და ადგა‚ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შესძლო და დაეცა. კუნძულის სამხრეთდასავლეთით‚ ქალაქ ტაინანის საავადმყოფოს ექიმებმა‚ სადაც უბედური გეიმერი მიიყვანეს‚ სიკვდილი დააფიქსირეს.
თამაშის გამომშვებმა‚ ამერიკულმა კომპანიაგამომცემელმა „Blizzard“-მა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ნათესავებს და მეგობრებს‚ ამასთან‚ კომპიუტერული თამაშების ჯერ კიდევ ცოცხალ ფანატებს მოუწოდა‚ „ბოროტად ნუ გამოიყენებენ გართობებს“.
ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია‚ მაგრამ ჟურნალისტები ვარაუდობენ‚ რომ იგი შეიძლება გამხდარიყო დიდხანს ჯდომით გამოწვეული პრობლემები‚ უძრავად ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში‚ რაც სიკვდილიანობის კლასიკური მიზეზია სისხლძარვების დაცობისა და თრომბოზის გამო
თრომბები (შედედებული სისხლი) შეიძლება წარმოიქმნას ერთ პოზაში დიდხანს ჯდომის შემდეგ. შედედებული სისხლის ბურთულა ხვდება სისხლის ნაკადში‚ და დაეცობა ფილტვებში. აქამდე ითვლებოდა‚ რომ ასეთი რისკის ქვეშ‚ პირველ რიგში ხვდებიან თვითმფრინავის მგზავრები დიდ მანძილებზე გადაფრენის დროს. მაგრამ უკანასკნელ წლებში‚ თრომბოზისგან უფრო ხშირად იტანჯებიან ადამიანები‚ რომლებიც პრაქტიკულად უძრავად დიდ დროს ატარებენ კომპიუტერების ეკრანებთან.
უნდა აღინიშნოს‚ რომ ეს ონლაინთამაშებით ლეტალური გამოსავლის პირველი შემთხვევა არ არის. სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ზედმეტად არიან გატაცებული კომპიუტერული თამაშებით.. გასული წლის თებერვალში 33 წლის უმუშევარი გარდაიცვალა პეკინის ინტერნეტკაფეში. ამ დაწესებულების თანამშრომლები ყვებოდნენ‚ რომ მას უკანასკნელი 27 დღის განმავლობაში კაფე არ დაუტოვებია. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი მხოლოდ სწრაფი მომზადების ცომეულით იკვებებოდა.
2007 წელს ჩინეთის სამხრეთით ქალაქ გუანჩჟოუში ერთერთ ინტერნეტკაფეში ახალგაზრდა კაცი გამოფიტვისგან გარდაიცვალა‚ მას შემდეგ‚ რაც კომპიუტერის ეკრანთან „სულ რაღაც“ სამი დღის განმავლობაში „ფეხმოუცვლელად“ იჯდა. 2010 წელს სამხრეთ კორეაში შიმშილით გარდაიცვალა ძუძუთა ბავშვი… სანამ მისი მშობლები გატაცებით თამაშობდნენ ონლაინში ვირტუალური ბავშვის გაზრდას. სასამართლომ დაადგინა‚ რომ ინტერნეტდამოკიდებული ოჯახური წყვილი ყოველდღიურად 10 საათს ატარებდა ინტერნეტკაფეში.
ჩინელები‚ როგორც ეს „TNS“ის უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენეს‚ თავისუფალი დროის 44%ს ინტერნეტში ატარებენ (მეორე ადგილზე არიან სამხრეთ კორეელები – 40%ით‚ მესამეზე – იაპონელები‚ 38%ით). ამასთან‚ აზარტული თამაშებით ზედმეტი გატაცება‚ აგერ უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში‚ ჩინელების ერთერთი ნაციონალური განსაკუთრებულებაა.
ინტერნეტდამოკიდებული ინდივიდები‚ ფსიქიატრების აზრით‚ ხშირად ეჯახებიან პრობლემებს‚ რომლებიც აძნელებენ სოციალურ კონტაქტებს. მათ შორის‚ ყველაზე გავრცელებული არის: სოციოფობია‚ გარეგნობის დეფექტები‚ ზედმეტი წონა‚ მეტყველების დეფექტები‚ სექსუალური პრობლემები‚ სიძნელეები ურთიერთობებში‚ აგრეთვე‚ თავის თავის პატივისცემის უკმარისობა. ადამიანს შეიძლება‚ არ ეყოს ყურადღება‚ ანდა მოწონება ახლობლების მხრიდან‚ გაუჭირდეს თვითდამკვიდრება და დაკარგოს თავის თავის რწმენა. ამ ნაკლოვანებების კომპენსაციის მოთხოვნილება ინდივიდს ვირტუალური რეალობისკენ უბიძგებს‚ რომელიც მას ნამდვილი რეალობისგან თავშესაფარს აძლევს. პიროვნება აღარ ცხოვრობს რეალურ სამყაროში და იწყებს ოცნებას.