markup logo

719

Crysis 3

პირველი პირის ხედvიდან შუტერების (FPS) მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ სახელგანთქმული Crysis პირველი და მეორე ნაწილი, რომელმაც თავის დროზე მინი რევოლუციაც კი მოახდინა გეიმინდუსტრიაში.  საბედნიეროდ თამაშის შემქმნელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და აქტიურად გააგრძელეს მუშაობა Crysis მესამე ნაწილის შექმნაზე.

სტატიის დაწერის პერიოდში ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თამაში კროსპლატფორმული  იქნება, ანუ გარდა PC ვერსიისა  მოსალოდნელია აგრეთვე PS3 და Xbox ვარიანტებიც, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა თამაში მხოლოდ PC-თ შემოიფარგლოს კონსოლების საშინლად მოძველებული ტექნიკური შესაძლებლობების გამო.

თამასის მესამე ნაწილში მოქმედება ვითარდება მოსკოვის ქუჩებში სადაც უცხოპლანატელების დამრტყმელი რაზმები ცდილობენ პლაცდარმის შემქნას სრულმაშტაბიანი საიტერვენციო ძალების გადმოსხდომისათვის. თქვენი მიზანი, რა თქმა უნდა, მათი განადგურება და კაცობრიობისათვის ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფაა (გზაში თუ ნახევარი მსოფლიო შემოგაკვდათ, არ არის პრობლემა).

საბოლოო სცენარის ხაზი ჯერჯერობით მაიც უცნობია, რადგან მწარმოებლები ყველანაირად ცდილობენ არ გაახმაურონ მომავალი თამაშის დეტალები, რათა უფრო ძლიერი იყოს მოლოდინი და ინტრიგის შეგრძნება. გაჟონილი ინფორმაციით კი არ არის გამორიცხული მოქმედება ვითარდებოდეს ე.წ. პარალელურ რეალობაში, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენსას, მაგრამ  მცირედით მაინც განსხვავდება. მსგავსი მეთოდი საკმაოდ კარგადაა აპრობირებული, როდესაც საჭიროა თავის არიდება ზედმეტად რეალური  და მითუმეტეს ისტორიული მოვლენებისათვის.

თავად თამაში გვპირდება კლასიკურ გარემოს, რომელიც გამოიხატება უცხოპლანეტელი იტერვენტების უმოწყალო ჟლეტაში და ამისათვის სხვადასხვანაირი იარაღის დიდი არჩევანი გველოდება, მაგრამ ყველაფრის ცენტრად და ბურჯად, კვლავ უნიკალური არაადამიანური შესაძლებლობებით დამაჯილდოვებელი ნანოკოსტუმი რჩება. უკვე კარგად ნაცნობი რეჟიმების გარდა, როგორeბიცაა უჩინარობა, ტყვიაგაუმტარობა, სისხარტე,  ძალის მომატება და ასე შემდეგ, მწარმოებელი გვპირდება რამოდენიმე სიახლეს,  რომელსაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ახმაურებს (ოჰ ეს კონსპირაცია).

საინტერესოა აგრეთვე არსენალი, რომლითაც მოგვიწევს მოწინააღმდეგის განადგურება. უკვე ნაცნობი პისტოლეტი SOCOM, პისტოლეტ ტყვიამფრქვევი AY-69 და SMG, შაშხანა SCAR და FY-71, „კლასიკური“ საფანტიანი თოფი, სნაიპერული შაშხანა DSG1, უბრალო ნაღმტყორცნელი LAW და მისი ავტომატური „უფროსი ძმა“ FGL 40, მძიმე დაზგიანი ტყვიამფრქვევი XM214, გაუსის ელექტრომაგნიტური შაშხანა XM214,  აგრეთვე თავად უცხოპლანეტელების იარაღი MOAC და MOAR და რაღათქმაუნდა ბირთვული იარაღი TAC GUN.  ეს ყოველივე კარგია, მაგრამ ჩამოთვლილი არსენალის ფონზე ძალიან უცნაურად მეჩვენა ფაქტიურად Crysis 3 დამაასიათებელ ემბლემად გამოცხადებული შედგენილი მშვილდი (Compound Bow), რომელიც აქტიურად ფიგურირებს ყველგან, სადაც Crysis3 გაიელვებს. მართალია, თავად იარაღი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და, როგორც მშილდოსანმა შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საშიში ნივთია მცოდნე ადამიანის ხელში, მაგრამ უცხოპლანეტელების წინააღმდეგ, რომლებსაც ხშირად ბირთვული და გაუსის იარაღითაც ვეაფერს ვაკლებთ, რამდენად ეფექტური იქნება, ამას მხოლოდ თამაშის გამოსლის შემდგომ გავიგებთ. (სავარაუდოდ აღნიშულ იარაღს ექნება დატვირთვა უფრო ქსელური თამაშებისათვის, სადაც სტელს რეჟიმიდან ჩუმი სროლა ტაქტიკურ უპირატესობას მოგვანიჭებს).

 

ისევ და ისევ დაუდასტურებელი ინფორმაციით მოწინააღმდეგეთა რიგები უფრო მრავალფეროვანი და ბრუტალური პერსონაჟბით შეივსება, რათა თამაშის  პროცესი მოსაწყენ რუტინად არ იქცეს. იგივე მოსაზრებით აგრეთვე ფართო სატრანსპორტო საშუალებების პარკსაც გვპირდებიან.

მომავალ შედევრს არც თუ ისე მცირე ტექნიკური მოთხოვნილებები გააჩნია პრინციპით რაც მეტი  მით უკეთესი, მაგრამ არსებობს მინიმალური ზღვარი, რომელიც გამოიხატება 2გბ ოპერატიული მეხსიერებით, 2 ბირთვიანი/64 ბიტიანი პროცესორით ტაქტური სიხშირე 2.2 გიგაჰერცი, ვიდეოადაპტერი 512 მბ მეხსიერებით DirectX 9c და პიქსელი შეიდერ 3-ის მხარდაჭერით. აგრეთვე 9 გბ. ცარიელი ადგილი ვინჩესტერზე. როგორც ყოველთვის რეალური მოთხოვნილება გაცილებით მეტია,   მითუმეტეს თუ გსურთ კომფორტული თამაში  გაჭედვების და ნერვების მოშლის გარეშე.

საბოლოოდ საინტერესო პროექტი ჩანს და თამაშის ოფიციალური რელიზის შემდგომ შევეცდებით უფრო სრულფასოვანი და ამომწურავი მიმოხილვა მოგაწოდოთ, მაგრამ ამჯერად არსებული ინფორმაციით ვართ შეზრუდულნი. დღე დღეზე ველოდებით სიახლეებს, რომლებსაც ოპერატიულად შემოგთავაზებთ.

 

კატეგორია: თამაშები, კონსოლები, ონლაინ თამაშები .

კომენტარის დატოვება