markup logo

823

Cray–ის სუპერკომპიუტერს გააგრილებს შვეიცარიის ტბის წყალი

lake

მომავალი წლის დასაწყისში შვეიცარიის ეროვნულ სუპერკომპიუტერულ ცენტრ CSCS–ში ქალაქ ლუგანოში ექსპლუატაციაში შევა  მასიურ პარალელურ სამეცნიერო გათვლებზე და მილიარდობით პარალელურ მონაცემთა ნაკადების დამუშავებაზე ორიენტირებული ახალი სუპერკომპიუტერი  Cascade.   აპარატის შექმნაზე მუშაობს სუპერკომპიუტერების შექმნის ოცდახუთწლიანი გამოცდილების მქონე ამერიკული კომპნია Cray. 

ჯერჯერობით, არც შვეიცარიელი მეცნიერები, არც კომპანია Cray არაფერს ამბობენ აპარატზე, რადგან სამუშაოები არ დასრულებულა. მაგრამ, მცირე ინფორმაცია მაინც არის. ცნობილია, რომ ის იმუშავებს Intel Xeon E5 c PCI-Express–ის ბაზაზე.

აპარატის წარმადობა იქნება 750 პეტაფლოპ/წ (1პეტაფლოპ/წ = 1 კვადრილიონი ოპერაცია წამში), თავდაპირველად იმუშავებენ მხოლოდ x86-პროცესორები Xeon, მოგვიანებით კი მათ შეუერთდებიან  Xeon Phi ან გრაფიკული სისტემები  Nvidia Tesla K20, თუმცა ამისთვის მოწყობილობა ოდნავ უნდა შეიცვალოს.  ახლა Cascade ითვალისწინებს 2180 კვანძს, გათვლითი წარმადობა ერთ პროცესორზე უნდა იყოს 750 პეტაფლოპ/წ.

შენახვის ქვესისტემის სახით გამოიყენება Cray Sonexion –ის მასივები ფაილური სისტემის Lustre –ის ბაზაზე და მოცულობით 1 პეტაბაიტამდე (10^15).

კომპანია Cray –ს Cascade–ში რეალიზებული უამრავი ტექნოლოგია შექმნილი იყო აშშ –ს თავდაცვის სამინისტროს, უფრო ზუსტად დეპარტამენტ DARPA–ს   პირდაპირი შეკვეთით და შესაბამისი ხარჯებით. ოპერაციული სისტემის სახით როგორც   ტრადიციულად სუპერკომპიუტერებისთვის გამოიყენება Linux, თუმცა საგრძნობლად სახეცვლილი, ჰიპერაპარალელური გამოთვლებისთვის.

Сascade –ის ახალი მონაცემთა ბაზის ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მის ქვეშ ახლა ამონტაჟებენ წყლის საქაჩ მოწყობილობას, რომელიც ამოქაჩავს წყალს ტბიდან და ისევ ჩაასხავს ტბაში.    წყალს ამოიღებენ 45 მეტრის სიღრმიდან, სადაც მისი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 გრადუსია ცელსიუსის შკალით. შემდგომ წყალი გაივლის 2,8 კილომეტრს მონაცემთა ბაზის ცენტრამდე, გადამუშავებულ წყალს კი გაუშვებენ 30 მეტრის სიღრმეზე. წყლის გადმოქაჩვის წარმადობა შეადგენს 760 ლიტრს წამში.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება