markup logo

სხვადასხვა

USB Disk Access Manager დაგიცავთ „მომთაბარე“ ვირუსებისაგან

ავტორი : Zorg,

usbs

პორტატული USB Flash მოწყობილობები ხშირად ხდება ათასნაირი ვირუსის გავრცელების მიზეზი და IT სპეციალისტებისათვის დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს. უყურადღებო და დამწყები მომხმარებლების  „დახმარებით“ ვირუსები მარტივად მიგრირებენ ერთი კომპიუტერიდან მეორეში და თავიანთ „ბნელ“ საქმეს წარმატებით აკეთებენ.

ტეგები: , ,

„ღრუბლოვანი“ ფაილების საცავი Microsoft SkyDrive ამუშავდა Android მოწყობილობებზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

skydrive

Microsoft–მა გამოუშვა „ღრუბლოვანი“ ფაილთა საცავი Android მოწყობილობებისთვის. აპლიკაცია SkyDrive Android –სთვის უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ ინტერნეტ მაღაზიაში Google Play. ინსტალაციისთვის საჭიროა არანაკლებ 2,3 ვერსია, მაგრამ Microsoft –ის ბლოგზე აღნიშნულია, რომ ყველაზე კარგად აპლიკაცია მუშაობს 4.0 (Ice Cream Sandwich) ვერსიაში. 

ტეგები: , ,

Windows 8-ში აღმოაჩინეს ფარული ფუნქცია

ავტორი : Guram Chkhaidze,

888

ტექნობლოგი Boy Genius Report იუწყება, რომ პროგრამისტ ნადიმ კობეისიმ Windows–ის ახალ ვერსიაში, რომლის რელიზი 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი,  აღმოაჩინა ფარული ფუნქცია Windows SmartScreen, რომელიც აწვდის Microsoft –ს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ინტერნეტიდან გადმოტვირთულ ნებისმიერ აპლიკაციაზე.

ტეგები: , ,

AirDrive HD

ავტორი : Zorg,

airdrive

AirDrive HD არის უფასო უტილიტა  iOS პლატფორმისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს სმარტფონი თუ პლანშეტური კომპიუტერი გადავაქციოთ მოხერხებულ Flash-დრაივერად და გამოვიყენოთ იგი ორ კომპიუტერს შორის ინფორმაციისა და ფაილების გაცვლისათვის. გვეზოგება დრო და არ არის საჭირო პლანშეტი კაბელის მეშვეობით რიგრიგობით მივაერთოთ ყველა კომპიუტერთან ცალ-ცალკე. საკმარისია მხოლოდ სასურველი დანადგარები ყველა ერთ Wi-Fi ქსელში იყოს გაერთიანებული.

ტეგები: , ,

Google–მა გაზარდა Chrome-ში კრიტიკული სისუსტეების აღმოჩენისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი

ავტორი : Guram Chkhaidze,

ghr

კორპორაცია Google-მა გამოჰყო დამატებითი თანხები Chrome-ში (ბრაუზერი) და Chromium–ში (პლატფორმა) კრიტიკული სისუსტეების აღმოჩენისთვის.  თანხა გადაიცემა იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია ისეთი  „სისუსტე“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სისტემის გატეხვა ან მონაცემებთან არასანქცირებული წვდომა და იმ შემთხვევაში, თუ „შეუთავსებლობა“ ნაპოვნია ბრაუზერის სტაბილურ მონაკვეთზე, რომელიც დეველოპერის  მიერ დეკლარირებულია, როგორც უსაფრთხო.

ACDSee Free სწრაფი, მძლავრი და უფასო

ავტორი : Zorg,

acdsee

კომპანია ACDSee Free–მ  გამოუშვა ახალი პროდუქტი სახელად ACDSee Free, რომელიც წარმოადგენს უფასო ფოტოვიუერს. მსგავსი ანალოგებისაგან გამოირჩევა იმით, რომ წარმოადგენს ყველასათვის კარგად ნაცნობ, ACDSee–ის გამარტივებულ ვერსიას; იყენებს იგივე ტექნოლოგიებს და შესაბამისად წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ და სტაბილურ პროგრამულ ერთეულს.

ტეგები: , ,