markup logo

PC

Intel წარადგენს 21 ახალ პროცესორს: 16-ს პერსონალური კომპიუტერებისთვის და 5-ს ნოუტბუქისთვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

i7

მსოფლიოში უმსხვილესი ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული კორპორაცია Intel ცოტა ხანში დაიწყებს პერსონალური კომპიუტერებისა და ნოუტბუქების პროცესორის 21 ახალი მოდელის მიწოდებას, მათ შორის არის ზემძლავრი ჩიპი Core i7, რომლის საბაზისო სიხშირე გაიზარდა 3 გიგაჰერცამდე.

მოაზროვნე სუპერკომპიუტერი ექიმი გახდა

watson

„IBM“-­ის მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერ Watson-­ისთვის‚ რომელმაც 2011 წლის თებერვალში სახელი გაითქვა იმით‚ რომ ტელევიქტორინა Jeopardy-­ში ამერიკელი მოაზროვნეები დაამარცხა‚ კიდევ ერთი გამოყენება იპოვეს. მანქანა‚ რომელიც ზომებით რამდენიმე მაცივრის ტოლია და რომელიც „ადამიანზე უკეთ აზროვნებს“‚ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე კლინიკაში ერთდროული მუშაობისთვის ვირტუალური დიაგნოსტიკის დარგში დაიქირავეს‚ რათა მას მიეცა რჩევა­დარიგება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის შესახებ.

ტეგები: , ,

35-დოლარიანი კომპიუტერი საკუთარი ოპერაციული სისტემით

ავტორი : Guram Chkhaidze,

35

ყველა, პროგრამირების სწავლის მსურველთათვის ენთუზიასტების მიერ გამოგონებული მინიკომპიუტერის Raspberry Pi–ს მომხმარებელი, შეძლებს Debian საფუძველზე დააყენოს მასში ოპერაციული სისტემა, რომელსაც Raspbian ეწოდება.

ტექნიკური კომპანიების თავდაპირველი, შეუხედავი ლოგოები

ავტორი : Guram Chkhaidze,

ბევრი გიგანტური ტექნოლოგიური ბრენდი და კომპანია, რომელსაც დღესდღეობით კარგად ვიცნობთ და გვიყვარს, საწყის ეტაპზე სულაც არ გამოიყურებოდა ასე  მომხიბვლელად. საკმარისია შეხედოთ მათ თავდაპირველ  ლოგოებს: თითქმის ყველა საშინლად შეუხედავია, თუმცა ნელ–ნელა დაიხვეწა და მიიღო ის სახე, რომელსაც  დღეს ვხედავთ.  წარმოგიდგენთ ყველაზე „უფერულ“ დასაწყისს:

ზარმაცის ოცნება: Logitech K760 – უკაბელო, მზის ენერგიაზე მომუშავე კლავიატურა

ავტორი : Guram Chkhaidze,

ის ვინც იყენებს უკაბელო კლავიატურას, კარგად იცნობს მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა სხვადასხვა მოწყობილობებთან თავსებადობა და ელემენტებზე ნადირობა, რაც შეიძლება თვით ამ ტიპის კლავიატურის არსებობის „წყევლად“ იქცეს… პანაცეას გვთავაზობს Logitech–ი,  K760 – უკაბელო მზის ენერგიაზე მომუშავე კლავიატურის სახით. ის არასდროს საჭიროებს ელემენტებს და სწრაფად „ეგუება“ Mac და iOS მოწყობილობებს. Apple –ის კლავიატურას ლამაზი დიზაინი აქვს, ამის გამო უნდა გადააგდოთ?

Sony S-სერიის XQD მეხსიერების ბარათები

ავტორი : Gizmo,

სონის ახალი მეხსიერების ბარათი ყველაზე სწრაფი იქნება მსოფლიოში, 168 მბ/წ სიჩქარით. სიახლე განსაკუთრებით სასიხარულოა ადამიანებისთვის რომლებიც იღებენ  RAW სურათებს განგრძობად რეჟიმში ან მაღალი გარჩევადობის ვიდეოს.

123