markup logo

Hardware

Facebook-­ის ხელმძღვანელი გავრცელებულ ხმებს უარყოფს

ავტორი : Guram Chkhaidze,

fbsm

Facebook-­ის მიერ ბრენდირებული სმარტფონის გამოშვების შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია‚ როგორც ჩანს‚ თან უკვე მერამდენედ‚ არ მტკიცდება. ამის დამადასტურებელია ცუკერბერგის სიტყვები‚ რომლებიც მან წარმოთქვა Facebook-­ის გასული კვარტლის ფინანსური მოღვაწეობის შედეგების შესახებ დისტანციური კონფერენციის მიმდინარეობისას.

ტეგები: , ,

„თაგუნია“ ცაციებისთვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

razer

კომპანია Razer-­მა‚ რომელიც ცნობილია სათამაშო მოწყობილობებით‚ წარადგინა ახალი თაგუნა Razer Ouroboros – რეგულირებადი ტრანსფორმერი რამდენიმე მოძრავი და მოსახსნელი დეტალით. იგი ფართო შესაძლებლობებს აძლევს მომხმარებელს ინდივიდუალური აწყობისთვის. კერძოდ‚ სიახლე მოწყობილია ისე‚ რომ მოსახერხებელი იყოს როგორც მემარჯვენეებისთვის‚ ასევე ცაციებისთვის.

iPad­-ის პროტოტიპი 2002 წელს შექმნილა

ავტორი : Guram Chkhaidze,

pr35

ქსელში გამოჩნდა 2002 წელს დათარიღებული Apple iPad-­ის ერთ­ერთი პირველი პროტოტიპის ფოტოგრაფია. ინფორმაცია ამ მოწყობილობის შესახებ გამოცემა „Network World“­-მა აღმოაჩინა ნაწილობრივ გასაიდუმლოებულ სასამართლო მოსმენის პროტოკოლებში – Apple Samsung-­ის წინააღმდეგ‚ კორეული კომპანიის მიერ Galaxy Tab 10.1­-ის დიზაინში iPad­-ის გარეგნული სახის კოპირების გამო.

ტეგები: , ,

„Micron“ ახალი ტიპის PCM მეხსიერების ჩიპების წარმოებას იწყებს

ავტორი : Guram Chkhaidze,

pcm

ამერიკულმა კომპანია „Micron Technology“­-მ გამოაცხადა მობილური მოწყობილობებისთვის 45 ნმ ტექნოლოგიით (Phase Change Memory, PCM) ფაზური გადასვლებით მეხსიერების მოდულების წარმოების დაწყების შესახებ. მომავალში კომპანია პირობას იძლევა‚ გამოუშვას უფრო მსხვილი ჩიპები „ფაზური“ მეხსიერებით უფრო რთული მოწყობილობებისთვის.

ახალი ეკრანის მეშვეობით შემდეგი iPhone უფრო თხელი იქნება

ავტორი : Guram Chkhaidze,

ip

Apple–ის მობილური ტექნიკის ეკრანების მატრიცების მომმარაგებლებმა დაიწყეს „შიდაუჯრედოვანი“ (in-cell) ტექნოლოგიის მასიური გამოშვება. შეხების მიმღები  ამ ტექნოლოგიაში უშუალოდ ეკრანშია ჩაშენებული და არა ზემოდან განლაგებული. ასეთი ტიპის ეკრანებს არ სჭირდებათ დამატებითი სენსორ–დიჯიტაიზერის (გრაფიკული პლანშეტი) ფენა, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal.

ტეგები: , ,

35-დოლარიანი კომპიუტერი საკუთარი ოპერაციული სისტემით

ავტორი : Guram Chkhaidze,

35

ყველა, პროგრამირების სწავლის მსურველთათვის ენთუზიასტების მიერ გამოგონებული მინიკომპიუტერის Raspberry Pi–ს მომხმარებელი, შეძლებს Debian საფუძველზე დააყენოს მასში ოპერაციული სისტემა, რომელსაც Raspbian ეწოდება.