markup logo

სხვადასხვა

Sharp უშვებს სერიულ წარმოებაში ულტრათანამედროვე 5 დიუიმიან დისპლეის

ავტორი : Guram Chkhaidze,

d

იაპონურმა კომპანია Sharp –მა გამოაცხადა 5 დიუიმიანი  1080р  გაფართოებიანი დისპლეების წარმოებაში გაშვების თაობაზე. ახალი დისპლეების გაფართოება იქნება  1080х1920 და სიმჭიდროვე 443 პიქსელი დიუიმზე.  როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, მოაქვს დიდი ეკრანების ნამდვილი HD გაფართოება მობილურ მოწყობილობებში. Sharp –ის ახალი დისპლეების პროტოტიპები წარდგენილი იყო იაპონიაში გამოფენაზე CEATEC.

ტეგები: , ,

იაპონიაში ამუშავდა პირველი უბარათო ბიომეტრიული ბანკომატები

hand

იაპონურმა ბანკმა Ogaki Kyoritsu –მ გაუშვა ექსპლუატაციაში 18 ბანკომატი, რომლებშიც საბანკო ოპერაციების შესრულება შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის ხელის მეშვეობით. მფლობელის იდენტიფიცირება ხდება ხელის მიხედვით, PIN კოდის და დაბადების თარიღის შეყვანით. ახალი ტიპის ბანკომატი არ საჭიროებს პლასტიკურ ბარათს. მომავალი წლის გაზაფხულზე ბანკი გეგმავს ამგვარი აპარატების დაყენებას ქალაქ ოგაკის ყველა განყოფილებაში და სავაჭრო ცენტრში.

გამოვიდა ყველაზე ჭკვიანი კამერა, რომელიც იღებს ადამიანის გარეშე

ავტორი : Guram Chkhaidze,

auge

ბრიტანულმა კომპანიამ OMG Life წარადგინა პირველი კამერა მსოფლიოში, რომელიც იღებს ავტომატურად, ადამიანის გარეშე. გაყიდვაში კამერა (Autographer) ნოემბერში შემოვა და საორიენტაციო ფასია 650 დოლარი.

ტეგები: , ,

Hitachi–მ მონაცემთა „სამუდამო“ შენახვის კვარცული სისტემის პროტოტიპი წარმოადგინა

hitachi

იაპონურმა კომპანია Hitachi –მ წარადგინა ციფრულ ფორმატში მონაცემთა შენახვის ექსპერიმენტალური სისტემის პროტოტიპი, სადაც ინფორმაციის მატარებელი წარმოადგენს 2 კვ/სმ და 2 მმ სისქის ოთხკუთხედი კვარცის მინას, რომელზეც შეიძლება 40 მეგაბაიტამდე ინფორმაციის ჩაწერა. 

ტაივანში შეიმუშავეს ახალი პროცესორი იაფი ოთხბირთვიანი სმარტფონებისთვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

mediatek

წლის მიწურულს ტაივანური კომპანია MediaTek წარადგენს თავის პირველ ოთხბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის. ჩიპი შენდება 28–ნმ ტექნოლოგიურ პროცესზე, ისეთივე, რომელსაც იყენებენ Qualcomm Snapdragon S4 პროცესორებში.

ტეგები: , ,

ისრაელში ამუშავებენ პორტატულ სკანერებს პოლიციისთვის „გახდის“ ეფექტით

ავტორი : Guram Chkhaidze,

bodyscaner

თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს იაფი, კომპაქტური მიკროჩიპების წარმოების ხერხი. ამ მიკროჩიპების მეშვეობით შესაძლებელია შეფუთვის, ჩემოდნის ან ტანსაცმლის ქვეშ დანახვა. სკანერი წარდგენილი იქნება ინფრაწითელი, მილიმეტრიანი და ტერაჰერცული სიხშირის თემატიკის ავსტრალიის საერთაშორისო კონფერენციაზე  ამა წლის სექტემბერში.