markup logo

სხვადასხვა

მაუსი – ხელთათმანი

საინტერესო სიახლეა აქსესუართა ბაზარზე. კომპანია Bellco-მ შექმნა ახალი ტიპის მაუსი, რომელიც ფორმით  ჰგავს ხელთათმანს. ეს ხელსაწყო გამოვიდა ორიგინალური სახელწოდებით ION Wireless Air Mouse Glove.

Sony და Panasonic შეიძლება შეამხანაგდნენ OLED პანელების ფასის დასაწევად

ავტორი : Gizmo,

Sony and Panasonic team up?

მე მესმის, რომ შეიძლება არ იცოდეთ რას წარმოადგენს OLED ტექნოლოგია, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრი გსმენიათ LED ტელევიზორებზე და მონიტორებზე, რომლებიც LCD ტექნოლოგიის შემცვლელად გვევლინება. რეალურად კი ეს ტელევიზორები „LED Backlit LCD” ტელევიზორებია, ანუ აქვთ იგივე LCD პანელი უბრალოდ LED განათებით. ახლა გადავიკითხე და ეს განმარტება ცოტა მემშრალა, ამიტომ თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს დავუთმობ LED ტექნოლოგიას.

მეორადი Kindle Touch-ები amazon.com-ზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

Kindle Touch

ამ ბოლო დროს ხშირად მომიკრავს თვალი ამაზონის ფასდაკლებებზე. ბოლო, Kindle Fire-ზე საგრძნობლად დაგდებული ფასი მახსენდება, ამჯერად კი, როგორც ჩანს, Kindle Touch-ის ჯერი დადგა. ადრე სპეციალურ შეთავაზებებში ამ „რიდერის“ ფასი მინიმუმ 99$ იყო, ახლა კი 74$-ია. თქვენ ამ წუთას ფიქრობთ სადმე დამარხულ „ძაღლის თავზე“  და, პრინციპში, არც ცდებით. აღნიშნული „ქინდლები“ მეორადია, “refurbished”, როგორც თავად ონლაინ შოპინგის მეტრები უწოდებენ მათ. რას ნიშნავს ეს ბევრისთვის უცხო სიტყვა, refurbished – განახლებული, შეკეთებული, გადახალისებული.

Apple-მა განიზრახა ინვესტირება Foxconn-ის ქარხნებში

ავტორი : Gizmo,

Foxconn Factory

სულ ცოტა ხნის წინ Apple-მა თანხმობა განაცხადა ფული დახარჯოს  მისი საწარმოო პარტნიორის, Foxconn-ის, ქარხნებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში. უფრო სწორად ხარჯის ნაწილი თავის თავზე აიღოს. როგორც Foxconn-ის  შეფი, ტერი გუ აცხადებს: „Apple, ისევე როგორც ჩვენ, ხვდება, რომ

შალითა მზის ბატარეით Kindle-სათვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

kindle

კომპანიამ Sun Shines  გამოფენაზე CES2012  წარადგინა შალითა Kindle-სათვის. შალითაში ჩამონტაჟებულია ბატარეა, მზის პანელის მეშვეობით კი ხდება ბატარეის მუდმივი დამუხტვა. გარდა მზის ბატარეისა‚ რომელიც კორპუსის გარეთა სახურავზეა განთავსებული‚ შალითაში ასევე ჩასმულია ნათურა‚ რომელიც დამატებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის კითხვისთვის.

ადრენალინის სიმულირება, ანუ TL1

ავტორი : Guram Chkhaidze,

ბევრ  თქვენგანს გიყვართ სიმულატორები, ვიცი რომ გიყვართ, არ უარყოთ. არსებობს ცუდი სიმულატორები და კარგი სიმულატორები, კარგს მიეკუთვნებიან, მაგალითად, Forza Motorsport და Gran Turismo, ცუდის ჩამოთვლა არ ღირს. თუმცა, ყველა სიმულატორს აქვს ერთი საერთო ნაკლი: