markup logo

ლეპტოპები

Acer Aspire S7 ულტრაბუქი თაჩსკრინით

ავტორი : Guram Chkhaidze,

a7

Touchscreen–ით და Windows 8-ით “აღჭურვილი” ნოუთბუქების მოყვარულთა გასახარად Computex –ზე წარდგენილ იქნა Acer–ის Aspire S7 ულტრაბუქების სერია.   (13.3 ინჩიანი და 11.6 ინჩიანი 180 გრადუსით „კეცვადი“ touchscreen მოდელები). მოდელებს გააჩნიათ Acer Aspire S3 –ის გაუმჯობესებული თვისებები, ასევე 12.5 მმ-იანი ალუმინის „ყდა“, რომელიც დაიცავს ულტრაბუქს მოგზაურობისას.

ტეგები: , ,

დაანონსდა Agility 4 SSD, საწყისი ფასი 150$

ავტორი : Gizmo,

OCZ Solid State Drive

სან ხოსე, კალიფორნია – OCZ Technology Group, Inc. (Nasdaq: OCZ), მაღალი წარმადობის კომპიუტერული კომპონენტების მწარმოებელმა დააანონსა თავისი მომდევნო, ახალი თაობის, ბიუჯეტური მყარი დისკი Agility 4. მიუხედავად იმისა რომ მოწყობილობის საწყისი ფასი შედარებით დაბალია ვიდრე OCZ-ს კონკურენტების ამავე კლასის პროდუქციაზე, მონაცემები მაინც შთამბეჭდავია.

Gigabyte–ის „მეექვსე ელემენტი“ – X11 ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი. საიდუმლოს ფარდა 31 მაისს აეხდება!

ავტორი : Guram Chkhaidze,

x11

Gigabyte  აშკარად  აპირებს სახელის მოხვეჭას მრავალრიცხოვან „ულტრაპორტატულ“ გარემოში. ის აწყობს ღონისძიებას მასმედიისთვის  X11 ლეპტოპის წარსადგენად  მშობლიურ ტაიპეიში 31 მაისს, Computex–ზე სულ რამდენიმე დღით ადრე.

ლენოვო უშვებს მსოფლიოში ყველაზე მსუბუქ ულტრაბუქს

ავტორი : Guram Chkhaidze,

lenovo

ლენოვო უშვებს ახალ  ულტრაბუქს  და მომზადებული აქვს განსაკუთრებული შემოთავაზება: მსუბუქი და გამძლე პორტატული კომპიუტერების მომხმარებელთათვის განკუთვნილი, X1  ნახშირ–ბოჭკოვანი კარკასით და Intel–ის ბოლო თაობის პროცესორით, ეგრეთ წოდებული Ivy Bridge ჩიპებით.

Sony და Panasonic შეიძლება შეამხანაგდნენ OLED პანელების ფასის დასაწევად

ავტორი : Gizmo,

Sony and Panasonic team up?

მე მესმის, რომ შეიძლება არ იცოდეთ რას წარმოადგენს OLED ტექნოლოგია, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბევრი გსმენიათ LED ტელევიზორებზე და მონიტორებზე, რომლებიც LCD ტექნოლოგიის შემცვლელად გვევლინება. რეალურად კი ეს ტელევიზორები „LED Backlit LCD” ტელევიზორებია, ანუ აქვთ იგივე LCD პანელი უბრალოდ LED განათებით. ახლა გადავიკითხე და ეს განმარტება ცოტა მემშრალა, ამიტომ თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს დავუთმობ LED ტექნოლოგიას.

HP Envy 14 Spectre Ultrabook, მოკლე მიმოხილვა

ავტორი : Gizmo,

HP Envy Spectre

როგორც HP ამტკიცებს, მათი ახალი პირმშო Envy 14 Spectre, მსოფლიოში პირველი მინის ლეპტოპია. იგი მართლაც მშვენივრად გამოიყურება და მონაცემებიც შეესაბამება მის ვიზუალურ მხარეს, თუმცა HP-ს ცნობილი ხაზი, Ultrabook მომხმარებლებში პოზიციონირებულია როგორც მსუბუქი, თხელი და შესაბამისად ადვილად „სათრევი“ ლეპტოპი. Envy 14 Spectre-ის შემთხვევაში კი მინის ლამაზი კომპონენტების წყალობით გაზრდილია მისი წონაც და ზომაც, მისსავე კონკურენტებთან შედარებით. ანუ ერთი შეხედვით გვაქვს ძალიან ლამაზი ლეპტოპი, რომელიც ამ კლასის მოწყობილობისთვის ოდნავ მძიმეა და ოდნავ დიდი. მაგრამ მოდით ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ „ახალბედა“.