markup logo

სხვადასხვა

Recon–ის სათვალემ ახალი ფუნქციები შეიძინა

ავტორი : Guram Chkhaidze,

recon

გახსოვთ, Android SDK Recon Instruments –მა რომ წარმოადგინა დისპლეი სათვალე? კომპანია გვიჩვენებს თავის შრომის ნაყოფს ორი სადემონსტრაციო რგოლით – Facebook –ის ინტეგრირების ორი გზა და Contour კამერით გადიდებული რეალობა. 

სკანერი‚ რომელიც თითების ანაბეჭდებს 6 მეტრის მანძილზე ამოიცნობს

ავტორი : Guram Chkhaidze,

scan

ამერიკულმა კომპანია „IDair“­-მა‚ რომელიც სამხედრო და სპეცსამსახურებს თითების ანაბეჭდების დისტანციური სკანერებით ამარაგებს‚ განაცხადა‚ რომ მის ახალ მოწყობილობას შეუძლია სკანირების დისტანცია ექვს მეტრამდე გაზარდოს.

ტუალეტი „ახარისხებს“ ნარჩენებს და ენერგიად გარდაქმნის

ავტორი : Guram Chkhaidze,

toilet

მეცნიერები სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან ნამდვილად არ არიან  ფლანგვის მოყვარულნი –  მათ შექმნეს „ეკონომიური“ ტუალეტი, რომელიც იყენებს 90%–ზე ნაკლებ წყალს და ენერგიასაც გამოიმუშავებს.  სახელიც ფუნქციების შესაბამისი აქვს

შავ ხვრელებზე „მონადირე“ ტელესკოპი Nustar–ი იღებს პირველ ფოტოს

nastar

Nasa–ს შავ ხვრელებზე „მონადირე“ მაღალენერგიულმა რენტგენულმა ტელესკოპმა გადაიღო პირველი მკვეთრი ფოტოები  კოსმოსურ სიღრმეში. Nustar (Nuclear Spectroscopic Telescope Array) ობსერვატორია გაიშვა 13 ივნისს, მისი უმთავრესი მიზანია შორეულ კოსმოსში არსებული ისეთი მაღალენერგეტიკული ობიექტების აღმოჩენა და აღწერა, როგორიც არიან შავი ხვრელები. 

გენერატორი მუხლში

muxli

დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა ჯგუფმა წარადგინა პროტოტიპი გენერატორისა‚ რომელიც ელექტროენერგიას მუხლის სახსრის ბუნებრივი მოძრაობის შედეგად გამოიმუშავებს. პროტოტიპი ჯერჯერობით დიდია‚ მაგრამ მისი შემქმნელები ამტკიცებენ‚ რომ მისი ზომების შემცირება შეიძლება მისი სიმძლავრის გადიდებასთან ერთად.

რობოტი “ჯეირანი”

ავტორი : lkalandadze,

იაპონურმა კომპანიამ Ishikawa Oku Laboratory შექმნა რობოტი, რომელიც ადამიანს ეთამაშება “ჯეირანს”. საოცრება ისაა, რომ იგი დაუმარცხებელია.

სისტემა შედგება “ხელისა” და მაღალი გარჩევისუნარიანობის მაღალსიხშირული კამერით, რომლის აღქმის ერთეული არის 1მილი წამი. კამერა აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას და კოორდინატებს ადამიანის ხელის შესახებ აწვდის რობოტის ხელს, რათა მოხდეს მოძრაობს სინქრონი.