markup logo

სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა

ავტორი : salome,

kamera

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით “The Eye of America” ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა  შექმნა.
ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მეტრსა და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მეტრს და 66 სმ-ს.

რობოტი მტვერსასრუტი

ავტორი : salome,

rooo

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები საინტერესო სიახლეებით გვანებივრებს.
ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რობოტ მტვერსასრუტზე,რომელსაც შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო მეთლახზე, ხალიჩაზე და პარკეტზე.  მისი სენსორული აღჭურვილობის საშუალებით მას შეუძლია თავი აარიდოს მოსალოდნელ საფრთხეს, მაგალითად: კიბეს.
მისი მაქსიმალური მუშაობის ხანგრძლივობა არის 2 საათი. მოყვება დამტენი,  რომლის  ხანგრძლივობა  შეადგენს 5 საათს.

საოცარი მაშველი რობოტები

ავტორი : salome,

navi

რობოტი,  სახელად  EMILY,  რომლის გამომგონებელია ინჟინერი ტონი მულიგანი,   კალიფორნიის სანაპიროებზე  მაშველის როლს შეასრულებს.

ის შეძლებს ადამიანების გადარჩენას გაცილებით უფრო ოპერატიულად ვიდრე   ჩვეულებრივი მაშველი. რობოტი – ტივტივას სიჩქარე მაშველის სიჩქარეს 15-ჯერ აღემატება.

დღესდღეობით რობოტმა ტივტივამ  წარმატებით გაიარა  ტესტირება კალიფორნიაში. აპარატი  დისტანციურად იმართება და  სიგრძეში 120 სანტიმეტრია.

დავები IT ტექნოლოგიებში

ავტორი : nino,

არ ცხრება დაუსრულებელი დავები სხვადასხვა კომპანიების შორის დაპატენტების გვერდის ავლით ტექნოლოგიების უკანონო გამოყენების გამო.

დავის განხილვა მიმდინარეობს კორპორაცია Apple, Philips და Sony-ის შორის. უკანასკნელი ორი კომპანია Apple-ს ადანაშაულებს ერთდროულად 15 პატენტის დარღვევაში. Philips და Sony თანაბრად ფლობენ Intertrust Technologies წილს.

უსინათლო საჭესთან ანუ არავიზუალური ინტერფეის ტექნოლოგიები

ავტორი : salome,

მრავალი წლის მძიმე მუშაობის შემდეგ, უსინათლოთა ეროვნული ფედერაციის მიერ აშშ-ში შეიქმნა ტექნოლოგია – უსინათლოთა მანქანა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია Virginia+ech, რომელმაც ლაბორატორიის პირობებში შექმნა არავიზუალური ინტერფეისის ტექნოლოგია, რომელიც აძლევს  საშუალებას უსინათლოებს  მართონ მანქანა.

ამერიკულ ჟურნალში “ჩააშენებენ” Twitter–ს

ავტორი : Guram Chkhaidze,

ew

5 ოქტომბერს შეზღუდული ტირაჟით გამოვა ჟურნალი Entertainment Weekly ბოლო გვერდზე ჩაშენებული იაფი LCD ეკრანით მობილური ინტერნეტ 3G –ს მხარდაჭერით. ეკრანი აჩვენებს სარეკლამო ვიდეორგოლებს და ტვიტებს ტელეარხი The CW Television Network –ის მიკრობლოგიდან.  ვიდეორგოლებს შორის აჩვენებენ ახალი სერიალების ტრეილერებს.