markup logo

სხვადასხვა

Rovio მალე გამოუშვებს „ბრაზიანი ჩიტების“ „უკუღმა ვარიანტს“ – თამაშს ბრაზიანი ღორების შურისძიებაზე

ავტორი : Guram Chkhaidze,

badpiggies

ფინურმა კომპანია Rovio–მ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს წარადგენს Angry Birds–ის მოტივებით შექმნილ ახალ თამაშს, სახელად Bad Piggies.

„Bad Piggies მოგცემთ საშუალებას ითამაშოთ მეორე ყველაზე პოპულარული პერსონაჟის „სახელით“ და შეხედოთ სამყაროს მისი მწვანე თვალებით”, – წერენ Rovio –ს წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში და თამაშის პრომო გვერდზე.

გაყიდვების ახალი სტრატეგია: „თამაშები – უფასოდ‚ დამატებები – ფულით“

ავტორი : Guram Chkhaidze,

gamee

კომპანია „Electronic Arts“‚ რომელმაც დაამუშავა და შექმნა მრავალი კომპიუტერული თამაში‚ აპირებს‚ გამოსცადოს ახალი ბიზნეს­მოდელი. „EA“ დაიწყებს თავისი აუდიტორიისადმი თამაშების შეთავაზებასუფასოს‚ მწარმოებელი ფულს „სათამაშო საგნების“ ხარჯზე იშოვის – თამაშებში ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი ფუნქციების გამოყენებით.

„საქველმოქმედო აქცია“ იარაღის გაყიდვით

ავტორი : Guram Chkhaidze,

moh

საქველმოქმედო აქციამ‚ რომელიც მისადაგებულია Medal of Honor: Warfighter თამაშის გამოსვლას‚ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.

კომპანია მომავალი თამაშის სიმბოლიკით ნამდვილი ტომოჰავკის გაყიდვას გეგმავდა. მაგრამ საიტზე Eurogamer სვეტის ავტორმა საზოგადოების ყურადღება მიაპყრო იმას‚ რომ „საქველმოქმედო აქციის“ ქვეშ იგულისხმება იარაღის გაყიდვა და არა სხვა რამე.

Angry Birds Space–ის ახალ ვერსიაში ღორებმა დაიპყრეს მარსზე მოსიარულე Curiosity

ავტორი : Guram Chkhaidze,

abrp

ავ ფრინველებზე და ვერაგ ღორებზე პოპულარული თამაშის შემქმნელებმა, ფინური კომპანია Rovio–სგან NASA–სთან თანამშრომლობით გამოუშვეს Angry Birds Space –ის განახლებული ვერსია ახალი დონეებით, სადაც მოქმედება ვითარდება მარსზე ისტორიაში ყველაზე დიდი მარსზე მოსიარულე აპარატის  Curiosity–ის მონაწილეობით.

ტეგები: , ,

Final Fantasy VII-ის განმეორებითი რელიზი პერსონალური კომპიუტერებისთვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

final

Square Enix–მა წარადგინა Final Fantasy VII–ის რელიზი პირველი ვერსიის წარდგენის 15 წლის შემდეგ. Final Fantasy VII –ის ვებსაიტი ექილიკება მომხმარებელს რამდენიმე ახალი მონაცემით. თამაში შეიძენს დაუბლოკავ მიღწევებს, „ღრუბლოვან“ შენახვას და „რაღაცას“ სახელად  Character Booster (გამაძლიერებლი სიმბოლო).

დანიაში გამოიგონეს ახალი ტიპის კონტროლერი Angry Birds-სთვის

ავტორი : Guram Chkhaidze,

ab

კოპენჰაგენის ინტერაქტიული დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებმა შეჰქმნეს კონტროლერის პროტოტიპი, ძალზე პოპულარული თამაშების სერიისთვის Angry Birds.  ახლა გეიმერებს ექნებათ საშუალება გაანადგურონ „საზიზღარი“ მწვანე ღორები არა მხოლოდ თითის ან მაუსის მეშვეობით, არამედ „თითქმის ნამდვილი“ სასროლი მოწყობილობით.