markup logo

1,021

Camtasia 8 განახლება TechSmith-საგან

camtasia-studio-8_002

კომპანია TechSmith-მა როგორც იქნა გამოუშვა ახალი ვერსია საკმაოდ პოპულარული ე.წ. „სკრინკატერი“ პროგრამისა, სახელად Camtasia Studio 8, რომელიც ტრადიციებს არ ღალატობს და მომხმარებელს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს,  ძალიან მარტივი და გასაგები ფორმით. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ზოგადი წარმოდგენა მაინც თუ  გააჩნია კომპიუტერთან მუშაობისა და ტექნიკური ინგლისური გაეგება საბაზისო დონეზე, სულ რამდენიმე წუთში მოახერხებს ორიენტირებას და სასურველი შედეგის მიღწევას. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანია გვთავაზობს უამრავ სასწავლო მასალას, ხოლო თავად პროგრამა ინსტალაციის შემდგომ წარმოგვიდგენს მცირე, მაგრამ ტევად ვიდეოგაკვეთილს, რომელიც თვალსაჩინოდ და გასაგებ ენაზე აუხსნის მომხმარებელს პროგრამის ყველა ძირითად ფუქნციას.

camtasia-studio-8_001

განახლებულ Camtasia Studio-ში რეალიზებულია ფართო ფორმატიანი ვიდეო ჩაწერის ფუნქციაც, მაგრამ განსხვავებით წინა ვერსიისაგან, კადრების რაოდენობა წამში გაცილებით მეტია, შესაბამისად უკეთესია გამოსახულების ხარისხიც.

მოსახერხებელი ინტერფეისის გარდა, პროგრამა აღჭურვილია ყველა იმ აუცილებელი  ინსტრუმენტით, რომელიც საჭიროა მუშაობისას. მაგალითად, მარტივი ვიდეომონტაჟი, სხვადასხვა ეფექტების გამოყენება ჩანაწერის ნაწილების შეერთების ზონებში, ტიტრების დადება, თაგვის მარკირება და კლიკის ინდიკატორი. აგრეთვე, მარტივი აუდიორედაქტორი ჩანაწერზე ხმის დადებისათვის ან უკვე არსებულის რედაქტირებისას.

camtasia-studio-8_003

უკვე ფორმირებული ჩაწერილი ვიდეოგამოსახულების გამოტანა ხდება როგორც მომხმარებლის პირადი შეხედულებისამებრ, ასევე წინასწარ არსებული შაბლონების მიხედვით. ტექნიკურ დეტალებში ჩაუხედავ იუზერს ბევრი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტის გარეშე, შეუძლია აირჩიოს თუ რისთვის სჭირდება აღნიშნული ჩანაწერი. მაგალითად, Web-ისათვის პროგრამა ავტომატურად აბამს Html ინტერფეისს, iPad-ისათვის გადაჰყავს შესაბამის ფორმატში, საჭირო  კოდირებით და ასე შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია მწარმოებლის საიტს ეწვიოს და უფასო დემო ვერსია გადმოიწეროს, http://www.techsmith.com/download/camtasia/default.asp  ხოლო თუ Camtasia Studio 8 მოწონებას დაიმსახურებს, 299$ შეიძლება მისი შეძენა.

P.S. სხვათაშორის ბევრი ვიდეოგაკვეთილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ამას პროფესიონალურ დონეზე აკეთებს, აქტიურად იყენებს TechSmith-ის ამ პროგრამას და შესაბამისად მათი პროდუქცია გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება