markup logo

798

Boeing–ის სპეციალისტებმა ისწავლეს უპილოტო თვითმფრინავების „ხროვის“ მართვა

boe

კომპანია Boeing –მა პირველად აჩვენა SWARM (ინგლ. ხროვა) ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ უპილოტო მფრინავი აპარატების მართვის სისტემის მუშაობა.

მომავალში სამხედრო რობოტების მართვის ასეთი სქემა დაიკავებს პირველ ადგილს და სრულიად შეცვლის ბრძოლის ტაქტიკას. დღესდღეობით უპილოტო აპარატები დედამიწიდან იმართება და დაკავშირებულია მართვის სხვადასხვა ცენტრებთან, რაც ართულებს ამ სისტემის მუშაობას.

ახალი სისტემის საცდელ სამუშაოებზე ოპერატორი მხოლოდ ნოუტბუქის და სამხედრო რადიოსადგურის მეშვეობით მართავდა ავტონომიურად მოძრავ უპილოტო მფრინავ აპარატებს.

მომავალში, SWARM ტექნოლოგიის გამოყენებისას სამხედროები მხოლოდ განსაზღვრავენ ამოცანებს და გამოიყენებენ უპილოტო აპარატების შესაძლებლობებს. ფრენის მართვა, საბრძოლო ერთეულების განაწილება, ლოჯისტიკა, საწვავით მომარაგება–დამატება – ყველაფერი ეს იმართება ხელოვნური ინტელექტით, ერთიანი დაშორებული ცენტრიდან, რომელიც მართავს უამრავ აპარატს, დაწყებული მძიმე სტრატეგიული მზვერავებიდან, დამთავრებული ავტონომიური მიკროუპილოტო მფრინავი აპარატებით.

ამგვარი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე Boeing–ის სპეციალისტები მუშაობენ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის  გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიასთან ერთად.

გასულ წელს უკვე ჩატარდა მსგავსი ცდები, მაგრამ მაშინ მოწმდებოდა  სხვადასხვა უპილოტო პლატფორმების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა.

ახალ ცდებში წარმატებულად ჩაერთო ადამიანი, რომელიც შესაბამისი ბრძანებებით „ამარაგებდა“ უპილოტო აპარატების „ხროვას“

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება