markup logo

955

biNu ძველი მობილურების მეორე სიცოცხლე

nibu

ნორვეგიული კომპანიის მიერ შექმნილმა Opera Mini – იმ და მოგვიანებით კი Opera Turbo-ს ტექნოლოგიამ მრავალი პროგრამისტი თუ  კომპანია დააფიქრა ახალი სისტემების დანერგვაზე. შეგახსენებთ, რომ Opera Mini ტვირთავს თქვენს მიერ არჩეულ ვებ-გვერდს ჯერ შუალედურ – სწრაფი წვდომის  სერვერზე, სადაც ხდება გამოსახულებისა თუ სხვა ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის შეკუმშვა და ოპტიმიზირება კონკრეტული სმარტფონისა თუ პლანშეტური კომპიუტერისათვის. გათვალისწინება ხდება როგორც გამოთვლითი სიმძლავრის რესურსისა, ასევე ეკრანის რეზოლუციის და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ვიღებთ  უფრო გამარტივებულ და სწრაფ ინტერნეტ სერფინგს, ვიდრე ამას პირდაპირი შეერთების ინტერნეტ კავშირი მოგვცემდა შუალედური სერვერისგარეშე.

იდეამ შთააგონა ავსტრალიური კომპანია შეექმნათ მსგავსი ოპტიმიზაციის სისტემაასევე ძველი ტელეფონებისათვისაც, რათაგაეფართოებინათ მისი მწირი შესაძლებლობებიდა თანამედროვე მოთხოვნებს მცირედ, მაგრამ მაინც  გატოლებოდნენ. რაღათქმაუნდა საუბარი არ გვექნება სრულფასოვანი ვებ-ბრაუზერისგამოყენებაზე, მაგრამ ყველა მობილური ტელეფონი, რომელსაც  Java-ს მხარდაჭერა გააჩნია, გამოდგება სოციალურ ქსელებთან დასაკავშირებლად,საინფორმაციო პორტალებიდან სიახლეების მისაღებად და ასევე  გამარტივებული საძიებო სერვისებისათვისაც.

binu_002

ასე შეიქმნა სისტემა სახელად biNu, რომელიც Opera-ს ტექნოლოგიებისაგან განსხვავე­ბით კიდევ მეტად ჩაუღრმავდა პრობლემას და საოცარი შედეგებიც მიიღო.

სერვერიდან გამოგზავნილი ყოველი სიმბოლო, ყოველი ასო გარდაიქმნება ციფრულ გამოსახულებად დაეკრანული კოორდინატების გათვალისწინებით გადმოიცემა ძველმოდურ მობილურზე. გარდა ამისა, უკვე გამოყენებული სიმბოლოები ქეშირდება დამათი ხელმეორედ გადმოტვირთვა აღარ ხდება საჭირო, რაც კიდევ უფრო ამარტივებს გამოსახულების ფორმირების პროცესს. მწარმოებლების აზრით სისტემაbiNu სტანდარტულ ბრაუზერთან შედარებით მინიმუმ ათჯერ უფრო ეფექტურია, როგორც დახარჯული ტრაფიკის თვალსაზრისით, ასევე სერფინგის სისწრაფითაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, biNu არ წარმოადგენს სრულფასოვან ბრაუზერს, მაგრამ საშუალებას იძლევა დავუკავშირდეთ სოციალურ ქსელებს – Twitter, Facebook, აგრეთვე Google-ს, Microsoft-ის და Wikipedia-ს საძიებო სისტემებს და ასე შემდეგ. მთავარია მობილურს ჰქონდეს Java-ს და 2G შეერთების მხარდაჭერა. სხვა მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

biNu პირველ რიგში შეიქმნა განვითარებადი ქვეყნების ბაზრისათვის, სადაც თანამედროვე სმარტფონის შეძენის საშუალება ცოტას თუ აქვს და სადაც მოძველებული მობილური კავშირის სისტემებია.

ჩანაფიქრი შესანიშნავია, მაგრამ რეალურად რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი? სამწუხაროდ ვერ შევძელით გადამოწმება. ამიტომაც ისევ ავტორების სიტყვას უნდა ვენდოთ.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება