markup logo

829

Axara 2D to 3D Video Converter მოგბეზრდათ 2D? დაე იყოს 3D

axara

თანამედროვე ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება, იაფდება და შესაბამისად ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი ხდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ 3D ტელევიზორის შეძენის ფუფუნება მხოლოდ საკმაოდ შეძლებულთა პრივილეგია იყო, პლიუს ამას დამატებითი ძვირადღირებული სპეცსათვალის საჭიროება და ასე შემდგომ.  დრო იცვლება, ტექნოლოგიები იხვეწება და სულ უფრო მეტი მომხმარებელი ახერხებს დაეუფლოს სანუკვარ ნივთებს, რომლებზედაც ადრე მხოლოდ ოცნებობდა.

რა უნდა მოიმოქმედოს გახარებულმა მყიდველმა, როდესაც საყვარელი ფილმების ან გადაცემების ყურება მოუნდება, მაგრამ ვერსად მოიძია ისინი 3D ფორმატში? ასეთი შემთხვევებისათვის კომპანია Axaramedia-მ შექმნა პროგრამა Axara 2D to 3D Video Converter-ის სახელით,  რომლის დანიშნულებაც ორგანზომილებიანი გამოსახულების სამგანზომილებიანში გადაყვანაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პროგრამა მუშაობს ყველა ტიპის 3D ფორმატთან, დაწყებული ისეთიდან, რომელსაც ძველმოდური წითელი და ლურჯი ფილტრები სჭირდება,  დამთავრებული პოლარიზებული ან ე.წ. აქტივ შატერებიანი სისტემებით.

axara_001

Axara 2D to 3D Video Converter არ მოითხოვს მომხმარებლისაგან ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნას და 3D გამოსახულების ფორმირების ყველა ნიუანსის გააზრებას. საკმარისია უბრალოდ დრაგ-ენდ-დროპის სისტემით ვიდეოფაილი შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოთ, აირჩიოთ  3D-ს ტიპი და პროგრამა რეალურ დროში მომენტალურად გაჩვენებთ შედეგს.

ამასთან ერთად, პროგრამა ერთი ფორმატიდან მეორეში კონვერტაციასაც ახერხებს და  3D ეფექტების გარდა შეუძლია შეცვალოს ვიდეოფაილის რეზოლუცია, კადრების რაოდენობა წამში, არეგულიროს ფაილის ზომა, განახორციელოს მარტივი ვიდეომონტაჟი და ასე შემდეგ. 2D to 3D Video Converter მუშაობს შემდეგ ვიდეოფორმატებთან: BluRay, DVD, AVI, MP4, MP3, M4A, WMA, AAC, OGG, MKV, VOB, VRO და თუ ესეც არ ეყოფა პრეტენზიულ მომხმარებელს, არსებობს დამატებითი ფორმატების დაუნლოადის ფუნქციაც.

axara_003

პროგრამა მარტივი მოსახმარი და საკმაოდ სწრაფია. რეალტაიმ 3D ეფექტის წყალობით იოლად ხორციელდება გამოსახულების ინდივიდუალურად მორგება და სხვადასხვა პარამეტრების რეგულირებით საუკეთესო შედეგის მიღწევა, გარდა ამისა, იგი თავსებადია Windows-ის პლატფორმის თითქმის ყველა ვერსიასთან და ყველა ამ სიკეთესთან ერთად, Axara 2D to 3D Video Converter უფასოდ ვრცელდება. მისი გადმოწერა და გამოყენება თავისუფალია ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებლისათვის:

http://www.axaramedia.com/download/VideoSolutions/VideoConverter/VideoConverter.exe


კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება