markup logo

ავტორი: Zorg

USB Disk Access Manager დაგიცავთ „მომთაბარე“ ვირუსებისაგან

ავტორი : Zorg,

usbs

პორტატული USB Flash მოწყობილობები ხშირად ხდება ათასნაირი ვირუსის გავრცელების მიზეზი და IT სპეციალისტებისათვის დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს. უყურადღებო და დამწყები მომხმარებლების  „დახმარებით“ ვირუსები მარტივად მიგრირებენ ერთი კომპიუტერიდან მეორეში და თავიანთ „ბნელ“ საქმეს წარმატებით აკეთებენ.

ტეგები: , ,

biNu ძველი მობილურების მეორე სიცოცხლე

ავტორი : Zorg,

nibu

ნორვეგიული კომპანიის მიერ შექმნილმა Opera Mini – იმ და მოგვიანებით კი Opera Turbo-ს ტექნოლოგიამ მრავალი პროგრამისტი თუ  კომპანია დააფიქრა ახალი სისტემების დანერგვაზე. შეგახსენებთ, რომ Opera Mini ტვირთავს თქვენს მიერ არჩეულ ვებ-გვერდს ჯერ შუალედურ – სწრაფი წვდომის  სერვერზე, სადაც ხდება გამოსახულებისა თუ სხვა ნებისმიერი კატეგორიის ინფორმაციის შეკუმშვა და ოპტიმიზირება კონკრეტული სმარტფონისა თუ პლანშეტური კომპიუტერისათვის.

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

ავტორი : Zorg,

ჩვენი ტრადიციული რუბრიკის გაგრძელება. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ გასული კვირის ცხელ სიახლეებს იმ ყველაფრის შესახებ რაც პირდაპირ თუ ირიბად ეხება სათამაშო ინდუსტრიას. მაშ ასე, შეასწორეთ “მაუსფედები”, ვიწყებთ

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

ავტორი : Zorg,

Crysis 3

უჩინარი მონადირეები და პლაგიატი

ახლახანს გამართულ Gamescom 2012-ზე კომპანია Electronic Arts  და  Crytek -მა  შემოგვთავაზეს Crysis 3-სთვის შექმნილი ახალი სათამაშო რეჟიმი, სახელად Hunter Mode, რომელიც ქსელური შეტაკების ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს.

InstallGuard თავდაცვა ყოველთვის საჭიროა

ავტორი : Zorg,

sg

როდესაც ერთ კომპიუტერზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს და მათი ნაწილი შედარებით ახალბედაა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სისტემაში ყოვლად გაურკვეველი წარმოშობის და საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის პროგრამები დაგხვდებათ ინსტალირებლი. როგორც რეალურ სამყაროში, ასევე ინტერნეტ სივრცეში სეირნობისასაც საჭიროა გარკვეული „ჰიგიენის“ დაცვა, რათა არ ავიკიდოთ ყველანაირი გამოუსადეგარი და, ხშირ შემთხვევაში, მავნე პროგრამული უზრუნველყოფა.

ტეგები: , ,

AirDrive HD

ავტორი : Zorg,

airdrive

AirDrive HD არის უფასო უტილიტა  iOS პლატფორმისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს სმარტფონი თუ პლანშეტური კომპიუტერი გადავაქციოთ მოხერხებულ Flash-დრაივერად და გამოვიყენოთ იგი ორ კომპიუტერს შორის ინფორმაციისა და ფაილების გაცვლისათვის. გვეზოგება დრო და არ არის საჭირო პლანშეტი კაბელის მეშვეობით რიგრიგობით მივაერთოთ ყველა კომპიუტერთან ცალ-ცალკე. საკმარისია მხოლოდ სასურველი დანადგარები ყველა ერთ Wi-Fi ქსელში იყოს გაერთიანებული.

ტეგები: , ,