markup logo

ავტორი: Guram Chkhaidze

PayPal–მა შეიძინა სმარტფონების მეშვეობით საკრედიტო ბარათების წაკითხვის ტექნოლოგია

ავტორი : Guram Chkhaidze,

paypal

გადახდების სისტემამ PayPal, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინტერნეტ–აუქციონ  eBay –სთან ერთად ეკუთვნის კორპორაციას eBay Inc, შეიძინა ერთ–ერთი საბანკო ბარათების მობილური სკანერების დეველოპერი კომპანია Card.io.

ტეგები: , ,

სმარტფონები მალე „ისწავლიან“ არა მხოლოდ თვალთვალს, არამედ მფლობელების მომავლის წინასწარმეტყველებას – 20 მეტრის სიზუსტით

ავტორი : Guram Chkhaidze,

sm

ბრიტანელი მეცნიერები სთავაზობენ ალგორითმს, რომელიც მეტი სიზუსტით იწინასწარმეტყველებს მფლობელის მოძრაობის მიმართულებას, იუწყება РБК. ბირმინგემის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში მიმდინარე კვლევებმა აჩვენეს, რომ მომხმარებლის ადგილმდებარეობის წინასწარმეტყველება შესაძლებელია მფლობელის წინა გადაადგილებების, შემოსული და გასული ზარების, გამოყენებული აპლიკაციების და სოციალურ ქსელში დატოვებული ინფორმაციის (მათ შორის ინტერესების და მეგობრების შესახებ) ანალიზზე დაყრდნობით.

Facebook საეჭვო საუბრების შესახებ ატყობინებს „სადაც ჯერ არს“

ავტორი : Guram Chkhaidze,

fb

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook მომხმარებელთა ჩატებისა და პროფილების სკანირების ავტომატურ ტექნოლოგიას იყენებს იმის აღმოსაჩენად‚ მზადდება თუ არა დანაშაული.

Nokia MeeGo­-ს პლატფორმაზე ახალ სმარტფონს გამოუშვებს

ავტორი : Guram Chkhaidze,

meego

Nokia­-ს ყოფილმა თანამშრომლებმა‚ რომლებიც MeeGo-­ს დამუშავებაზე მუშაობდნენ ამ მობილური პლატფორმის საფუძველზე შექმნეს კომპანია­სტარტაპი ახალი სმარტფონების ბაზარზე გასატანად. პირველი პროდუქტის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ახალმა კომპანიამ მიიღო სახელწოდება Jolla – ფინურად „ნავი“.

ტეგები: , ,

Google Nexus 7–ის პირველი პარტია აშშ–ში რამდენიმე დღეში გაიყიდა

ავტორი : Guram Chkhaidze,

n7

13 ივლისს გამოჩენილი Google Nexus 7 კომპიუტერების პირველი პარტია თითქმის უკვე მთლიანად  გაყიდულია. Reuters–ის მონაცემებით, აშშ–ს ზოგიერთ მაღაზიათა ქსელში (GameStop, Staples, Office Depot, Sam’s Club და სხვა)  ახალი მოწყობილობები სრულად გაიყიდა პირველივე დღეს.

ტეგები: , ,

კონდინციონერის იუბილე – ამ სახის პირველი მოწყობილობა 110 წლისაა

ავტორი : Guram Chkhaidze,

cond

აშშ–ში აღნიშნავენ კონდინციონერის ასმეათე იუბილეს: 1902 წლის 17 ივლისს ბრუკლინის გამომცემლობაში  Sackett-Wilhelms Lithographing and Publishing Co პირველად ამუშავდა სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებელი სისტემა.