markup logo

ავტორი: ლაშა გაბელია

სოციოლოგებმა დაინახეს კავშირი გაჯეტებსა და ჭარბ წონას შორის

fat

სოციოლოგებმა ამერიკის არაკომერციული ორგანიზაცია Milken Institute – დან აღმოაჩინეს მჭიდრო კავშირი ტექნიკურ პროგრესსა და ჭარბ  წონას შორის.

მკვლევარებმა შეადარეს ზედმეტი წონის ზრდის მაჩვენებლები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების მაჩვენებლებს 1988 წლიდან 2009 წლამდე, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ 27 ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების 10% –ით გაზრდას მოჰყვება მოსახლეობის 1,4 % –ით  ჭარბი წონის მომატება.

აშშ-ში გაშვებულია “ცოცხალი მეცნიერის” შემცვლელი ქსელი ქიმიკოსებისთვის

chemistry

ამერიკის ჩრდილოეთ–დასავლეთის (ილინოისის შტატი) უნივერსიტეტში გაიშვა კომპიუტერული ქსელი, რომელის მოიცავს ბოლო 250 წლის სრულ ცოდნას ქიმიის დარგში.  Chematica იტევს  შვიდ მილიონზე მეტ ნივთიერების და მათ შორის რეაქციების შესახებ ინფორმაციას.

ჰონკონგში დასრულდა რობოტების ყველაზე დიდი კონკურსი მსოფლიოში

robcon

ჰონკონგში ჩატარდა ABU Robocon – რობოტების ყველაზე დიდი  შეჯიბრი მსოფლიოში, რომელშიც მიიღო მონაწილეობა 17 გუნდმა 15 ქვეყნიდან.

აპარატები იწყობა კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის. „ჰონკონგური სცენარით“, სამ რობოტს უნდა ჩაეგდოთ  ფიშკები მიმღებში, გადაეტანათ კალათა, გასულიყვნენ ხიდზე და გვირაბში და ჩაეგდოთ „ეგრეთწოდებული“ ფუნთუშები იმ კალათში.  ყველა ამ ქმედებისთვის რობოტებს სულ სამი წუთი ჰქონდათ.  მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად და მოგებული გადის მეოთხედ ფინალში.  

ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით Samsung მილიარდ დოლარზე მეტს გადაუხდის Apple–ს

svsa

ამერიკის სასამართლომ დააკისრა კომპანია Samsung–ს ერთ მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა Apple–სათვის ექვსი პატენტის დარღვევის გამო. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით  Apple უდანაშაულოა, მას არ დაურღვევია სამხრეთ კორეული მეტოკის პატენტები.  ეს დავა ერთ–ერთი გადამწყვეტია კომპანიებს შორის საპატენტო უსიამოვნებათა  სერიაში.

ArsTechnica: დღესდღეობით თექვსმეტციფრა პაროლიც კი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ

password

გამოცემა ArsTechnica–მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც დაწვრილებით არის ახსნილი ბოლო წლებში პაროლების გაზრდილი დაუცველობის მიზეზები.  რამდენიმე წლის წინ ასეთი მდგომარეობა წარმოუდგენელი იყო.  მაგალითად, 90% – ზე მეტი პაროლი იყო შექმნილი  6,5 მილიონი პაროლის ჰეშების (ჰეშ – პაროლის კოდირებული მნიშვნელობა, რომელიც ინახება მონაცემთა ბაზაში) გატეხვის სულ რაღაც 6 დღის შემდეგ. შედარებით დაცულად შეიძლება იგრძნონ თავი მათ, ვინც სარგებლობს პაროლთა მენეჯერ –  პროგრამებით.

მომავლის მეხსიერების რუკის პროტოტიპი – წიგნი „დნმ­ის“ მოლეკულებზე

dna

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მცენიერებმა მათ მიერ დაწერილი წიგნი ბიოლოგიურ მატარებელზე – „დნმ“­ის მოლეკულებზე ჩაიწერეს. შემდეგ მათ შეძლეს შენარჩუნებული ინფორმაციის დეკოდირება და ტექსტის „წაკითხვა“.