markup logo

ავტორი: ლაშა გაბელია

Google ყიდის Motorola Mobility–ის აქტივებს

googlemoto

Google–ს სურს სატელიტური რესივერებისა და სატელევიზიო დამატებითი აღჭურვილობის Motorola Mobility –ის დეპარტამენტის გაყიდვა. მყიდველის ძიებით დაკავებულია ბანკი Barclays.  Bloomberg–ის წყაროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაყიდვის პროცესი დაწყებით სტადიაზეა, მაგრამ Google აპირებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მიღებას ამ დეპარტამენტის გაყიდვით.

მოაზროვნე სუპერკომპიუტერი ექიმი გახდა

watson

„IBM“-­ის მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერ Watson-­ისთვის‚ რომელმაც 2011 წლის თებერვალში სახელი გაითქვა იმით‚ რომ ტელევიქტორინა Jeopardy-­ში ამერიკელი მოაზროვნეები დაამარცხა‚ კიდევ ერთი გამოყენება იპოვეს. მანქანა‚ რომელიც ზომებით რამდენიმე მაცივრის ტოლია და რომელიც „ადამიანზე უკეთ აზროვნებს“‚ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე კლინიკაში ერთდროული მუშაობისთვის ვირტუალური დიაგნოსტიკის დარგში დაიქირავეს‚ რათა მას მიეცა რჩევა­დარიგება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის შესახებ.

ტეგები: , ,

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზი აღმოაჩინეს

brain

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ თვეში ჩატარებულ კონფერენციაზე Usenix Security ოქსფორდის‚ კალიფორნიის ბერკლისა და ჟენევის უნივერსიტეტების სწავლულთა ჯგუფმა აჩვენეს „ნულოვანი დღის“ ისეთი  კონცეპტუალური მოწყვლადობა‚ რომელიც დამახასიათებელია არა კომპიუტერული პროგრამისათვის‚ არამედ ადამიანის ტვინისთვის.

ხვალიდან eBay აუქციონზე მაგიური საქონელის და მომსახურების გაყიდვა იკრძალება

ebay

ონლაინ-­აუქციონის eBay-­ს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება‚ თავის კატალოგში სხვადასხვა მაგიური საქონლისა და მომსახურების განთავსების აკრძალვის შესახებ. აკრძალვა წამალზე‚ ჯადოსიტყვაზე‚ ლოცვებზე‚ ლოცვა­კურთხევაზე‚ წინასწარმეტყველებაზე‚ სელიურ დარიგებაზე და მკითხაობაზე ძალაში შევა 30 აგვისტოს‚ ხოლო განყოფილებებს მსგავს საქონლებზე ამოიღებენ‚ ლაპარაკია აუქციონის განახლებულ წესებში‚ რომლებიც განთავსებულია მის საიტზე

აღმოჩნდა საიტი, რომელიც ავტომატურად პოულობს Twitter-ის მომხმარებელთა სახლის მისამართებს

twgm

ნებისმიერი, არასათანადოდ ყურადღებიანი Twitter–ის მომხმარებელი არის ძალზე სახიფათო მდგომარეობაში – მის ადგილმდებარეობაზე შეიძლება საიტმა WeKnowYourHouse.com–მმა აცნობოს ნებისმიერ ადამიანს და ზოგ შემთხვევაში იმ შენობის ფოტოც კი გამოაქვეყნოს, საიდანაც შეტყობინებები იწერება.

MPEG-ის ახალი კოდეკი ულტრამაღალი გაფართოებით ტელევიზიისთვის

mpe

სექტემბერში არაკომერციული ორგანიზაცია MPEG (Moving Picture Experts Group)-მა, რომელშიც არიან გაერთიანებული ექსპერტები 26 ქვეყნიდან, წარადგენს ახალ ვიდეოკოდეკს  HEVC (High Efficiency Video Coding, или H.265), რომელიც შესაძლოა შეცვლის სიტუაცია მულტიმედიური ტექნოლოგიების ბაზარზე.

ტეგები: , ,