markup logo

ავტორი: ლაშა გაბელია

რარიტეტული კომპიუტერი Apple, Sotheby’s-­ს აუქციონზე გაიყიდა

apple-1

ნიუ­ი-ორკში Sotheby’s-­ს აუქციონზე 374‚5 ათას დოლარად გაიყიდა კომპიუტერი „Apple-1“. სავაჭროდ გამოტანილ ლოტში შედიოდა: დედა პლატა‚ პროცესორი‚ ვიდეო­ტერმინალი‚ კლავიატურა‚ მეხსიერების მოდულები‚ კვების ელემენტები‚ სამონტაჟო პლატა‚ რადიატორი‚ კაბელები და სხვა საკომპლექტო ნივთები‚ აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფა. მყიდველმა‚ რომელიც ვაჭრობაში ტელეფონით მონაწილეობდა‚ მოისურვა‚ ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.

Nokia­-მ თავისი ბრენდის Vertu-­ს მყიდველი იპოვა

vertu

ფინური Nokia მალე თავისი ქვედანაყოფ Vertu-­ს გაყიდის. ეს ბრენდი პრემიალურ ფიჭვურ ტელეფონებს უშვებს და შვეციაში დარეგისტრირებულია კერძო მმართველ ფონდ „EQT Partners“­-ში.

რობოტი-ბავშვი სწავლობს ლაპარაკს

deechee

ჰოი ტექნიკის სასწაულებო! ამასაც მოვესწარით და… რობოტმა ისწავლა რამდენიმე სიტყვა ზუსტად ისე, როგორც სწავლობენ ლაპარაკს ბავშვები – მოსმენითა და ბგერების გამეორებით.

ტეგები: , ,

Facebook­-ის კონფიდენციალობის პოლიტიკაზე ხმის მიცემა არაერთგვაროვნად აღიქვეს

FB

მომხმარებლებმა დაექსპერტებმა არაერთგვაროვნად აღიქვეს 1 ივნისს Facebook-­ის მიერ გამოცხადებული ხმის მიცემა კონფიდენციალობის ახალი პოლიტიკის მხარდასაჭერად‚ იტყობინება „Segurity Lab“. კერძოდ‚ გამოითქვა ეჭვები იმის შესახებ‚ რომ მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი ამ ინიციატივით მხოლოდ იმიტომ გამოვიდა‚ რომ შეწყვიტონ მისი დადანაშაულება პერსონალური მონაცემების არასაკმაო დაცვაში‚ ხოლო სინამდვილეში არც კი მიუთითა იმ გვერდის ადგილმდებარეობაზე‚ რომელზეც ხმის მიცემა შეიძლება.

iPad 2–ის ფასის შემცირებამ პლანშეტების ბაზარზე გაიაფება გამოიწვია

pads

როგორც ვიცით, როდესაც 2012 წლის 16 მარტს Apple – მა წარადგინა მესამე თაობის iPad, მისი წინამორბედის ფასი შემცირდა 100 დოლარით და „მოკრძალებულ“ $399–მდე დავარდა.

როგორც გაირკვა, ფასის ვარდნამ საგრძნობი  ზეგავლენა იქონია პლანშეტების ინდუსტრიაზე, რადგან   iPad–ის კონკურენტებიც იძულებულნი გახდნენ ასევე დაეგდოთ ფასი.  

ტეგები: , ,

გეიმინდუსტრიას ძალუძს ეკონომიკის „მოსულიერება“

gi

Activision Blizzard–მა მიიღო გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში ახალი სტუდიის დაარსების შესახებ, რაც შთამბეჭდავი წარმატების მომტანი უნდა გახდეს როგორც ინგლისის გეიმსინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისთვის.