markup logo

ავტორი: Gizmo

Sony S-სერიის XQD მეხსიერების ბარათები

ავტორი : Gizmo,

სონის ახალი მეხსიერების ბარათი ყველაზე სწრაფი იქნება მსოფლიოში, 168 მბ/წ სიჩქარით. სიახლე განსაკუთრებით სასიხარულოა ადამიანებისთვის რომლებიც იღებენ  RAW სურათებს განგრძობად რეჟიმში ან მაღალი გარჩევადობის ვიდეოს.

IBM-ის სუპერკომიუტერი წყლის გაგრილებით, ბებიაჩემზე ეკონომიურია

ავტორი : Gizmo,


რას ვგულისხმობ? რას და….. IBM SuperMuc-ის, სამ პეტაფლოპიანი, ევროპაში უსწრაფესი სუპერკომპიუტერის გაგრილება არა ჰაერის კონდიცირებით, არამედ წყლის მეშვეობით ხდება. ცივი წყალი მოძრაობს SuperMuc-ის კომპონენტების გარშემო დაქსელილ მილაკებში და სისტემის მომწყობების თქმით სითბოს 4000-ჯერ უფრო ეფექტურად აშორებს ვიდრე ჰაერის გაგრილების სისტემები.

უკვე გაიცანით Microsoft Surface?

ავტორი : Gizmo,

მაიკროსოფტის ახალმა პრომო რგოლმა გუშინ და დღეს საკმაოდ დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია, პრომო მართლაც შთამბეჭდავია. გუშინ როდესაც ეს რგოლი იუთუბზე გამოჩნდა ისიც კი ვიფიქრე რომელიმე თავგამოდებული მაიკროსოფტის თაყვანისმცემელის გაკეთებული “კონცეპტია” მეთქი, თუმცა

ASUS-მა წარადგინა TAICHI, ორეკრანიანი ლეპტოპი/პლანშეტი

ავტორი : Gizmo,

რამდენიმე დღის წინ Computex 2012-ზე ASUS-მა  თავისი ახალი პროდუქტი გაგვაცნო. ეს არის  ლეპტოპი/პლანშეტი ორი LED-backlit IPS/FHD ეკრანით, გარე ეკრანი რაღა თქმა უნდა სენსორულია. TAICHI ბაზარზე ორ ვერსიად გამოვა, 11.6’’ და 13.3’’ ეკრანით. გახსნილ მდგომარეობაში TAICHI ჩვეულებრივი ლეპტოპია, განათებული QWERTY კლავიატურით. დახურვისას კი პლანშეტად ტრანსფორმირდება.

ROCCAT-ის ახალი, სამღილაკიანი თაგვი – LUA

ავტორი : Gizmo,

მაინც რამდენი ღილაკია იდეალური გეიმერული თაგვისთვის? რა ვიცი, რა ვიცი, ჩემს Logitech G300-ს ცხრა პროგრამირებადი ღილაკი აქვს, თუმცა არ ვიყენებ, ალბათ იმიტომ რომ, რაც მჭირდება  კლავიატურაზე მაქვს ყველაფერი. სათამაშო პერიფერიების გერმანული მწარმოებელი ROCCAT Studios კი თვლის, რომ სამი სრულიად საკმარისია.

დაანონსდა Agility 4 SSD, საწყისი ფასი 150$

ავტორი : Gizmo,

OCZ Solid State Drive

სან ხოსე, კალიფორნია – OCZ Technology Group, Inc. (Nasdaq: OCZ), მაღალი წარმადობის კომპიუტერული კომპონენტების მწარმოებელმა დააანონსა თავისი მომდევნო, ახალი თაობის, ბიუჯეტური მყარი დისკი Agility 4. მიუხედავად იმისა რომ მოწყობილობის საწყისი ფასი შედარებით დაბალია ვიდრე OCZ-ს კონკურენტების ამავე კლასის პროდუქციაზე, მონაცემები მაინც შთამბეჭდავია.