markup logo

ავტორი: Gigia

Trojan.Milicenso – პრინტ სისტემების კოშმარი

ავტორი : Gigia,

ppp

Trojan.Milicenso ახლახანს აღმოჩენილი მალვეარია, რომელიც ავტომატურად ბეჭდავს უაზრო ტექსტს. ეს უაზრო ტექსტი, როგორც Symantec და SANS Internet Storm Center (ISC) ირწმუნება, Adware.Eorezo -ს გამშვების ქონთენთია. Adware.Eorezo თავისთავად წარმოადგენს ტიპიურ ედვეარს, რომელიც სარეკლამო ბანარების გავრცელებისთვის გამოიყენება. მკვლევართა აზრით, Adware.Eorezo სრულიად შემთხვევით იყო გამოყენებული მილინესკოს შემქმნელების მიერ.

ტეგები:

ტვიტერის მძიმე ხუთშაბათი

ავტორი : Gigia,

tw

გუშინდელი დღე მძიმე აღმოჩნდა Twitter -თვის, დაახლოებით 9:30 საღამოთი მიკრობლოგინგის ყველაზე ცნობილი რესურსი მიუწვდომელი გახდა მომხმარებლებისთვის. თავიდანვე ცხადი იყო ეს გათიშვა არ იყო დაგეგმილი, სტანდარტული ტვიტერის “Fail Whale” -ის მაგივრად უბრალოდ კავშირი ტაიმაუტდებოდა. დაახლოებით 10:15 ზე დაიწყო აღდგენის პროცესი და მიუხედავად რამდენიმე განმეორებითი ჩავარდნის 2–3 საათში ყველაფერი გამოსწორდა. გავრცელდა მრავალი ვერსია თუ რამ გამოიწვია ჩავარდნა, Twitter -მა ეს გაუგებრობა ინფრასტრუქტურულ ბაგს მიაწერა.

ტეგები: , , , ,

LinkedIn-ის მძიმე დღე ანუ 6.5 მილიონი გამჟღავნებული პაროლი

ავტორი : Gigia,

დღევანდელი დღე ლინქდინისთვის მძიმე აღმოჩნდა, 6,458,020 მილიონი დაშიფრული პაროლი გავრცელდა საჯაროდ. ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე მომხმარებელი ირწმუნება, რომ მოახერხა ლინქდინის გატეხვა და ბაზასთან წვდომა. ამის დასტურად ავრცელებს ბაზას დაშიფრული პაროლების, მომხმარებლების გარეშე, მხოლოდ პაროლებს. ბევრმა ლინქდინის მომხმარებელმა უკვე გადაამოწმა ბაზა და როგორც ტვიტერზე წერენ, მათ მონახეს თავისი საკმაოდ კომპლექსური პაროლები.

IPv6 გაშვება – 6 ივნისი

ავტორი : Gigia,

სულ რაღაც 5 საათში ოფიციალურად დადგება “World IPv6 Launch” -ის დრო, ანუ გაეშვება IPv6 პროტოკოლი, როგორც ძირითადი კომუნიკაციის საშუალება. უდიდესი ინტერნეტ სერვის პროვაიდერები, სახლის მარშუტიზატორთა მწარმოებელი კომპანიები და ინტერნეტ საიტები საბოლოოდ გადადგავენ ნაბიჯს მომავლისკენ და ამით ხელს შეუწყობენ ინტერნეტის გაფართოებას და განვითარებას.