markup logo

951

Apple-ს საინტერესო კონკურენტი გამოუჩნდა ტელევიზორების ბაზარზე

IKEA UPPLEVA TV

 უკვე დიდი ხანია ვისმენთ მითქმა-მოთქმას ტელევიზორების ბაზარზე მისი აღმატებულება Apple-ის შემობიჯების შესახებ  და ინფორმაციას იმაზე თუ როგორ ნერვიულობენ და როგორ ემზადებიან მის დასახვედრად ისეთი გრანდები როგორებიცაა მაგალითად Sony, Samsung, LG და სხვები.

თუმცა არც თუ ისე ბევრი დაიწერა და ითქვა იმაზე, რომ ამ ბაზარზე ეფლს კიდევ ერთი საშიში კონკურენტი შეიძლება დახვდეს IKEA-ს სახით. მათთვის ვინც პირველად გაიგო ასოთა წყობა „IKEA” – ესაა შვედური, ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. რატომ საშიში? თუნდაც იმიტომ, რომ ამ კომპანიას აქვს უზარმაზარი დიზაინის დეპარტამენტი და მათ იციან როგორ გამოიყენონ იგი.

ცოტა ხნის წინ TechCrunch -მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იკეამ დააანონსა საკუთარი ტელევიზორების პირველი ხაზი “UPPLEVA”. ეს იქნება ავეჯში „ჩაშენებული“ ტელევიზორები თხელი პროფილით, კარგად ჩამალული კაბელებით, ინტეგრირებული უსადენო კომპონენტებითა და სურვილისამებრ ცვლადი განლაგებით და დიზაინით.

PadGadget თვლის, რომ იკეამ მოახერხა (სხვებისგან განსხვავებით) იმის გაცნობიერება, რომ მომხმარებლების უმეტესობას უკვე ნაკლებ აინტერესებს ტელევიზორების „სიღრმისეული მონაცემები“, მათ მარტივად სურთ ცხოვრება. უბრალოდ უნდათ კარგი გამოსახულების ხილვა და ის, რომ თავად ტელევიზორი კარგად “გამოიყურებოდეს” მათ ოთახებში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ იკეას ტელევიზორები ტექნოლოგიურად  ჩამოუვარდება მის პოტენციურ კონკურენტებს. 1080P Full HD გამოსახულება, LED LCD პანელი, HDMI პორტები, ხარისხიანი ხმა და ინტერნეტთან მიერთების საშუალება, ეს ყველაფერი იკეას “UPPLEVA”-ს აქვს,  გარდა ამისა  მისი დიზაინი იდეალურადაა მორგებული მისსავე მედია ცენტრს.

IKEA’ს ტელევიზორების ხაზი პირველ ეტაპზე სტოქჰოლმში, მილანში, პარიზსა და ბერლინში გამოჩნდება, ეს სავარაუდოდ ამაწლის ივნისში მოხდება. დანარჩენ ქვეყნებში კი მისი გაყიდვების დაწყებას 2013 წლიდან ვარაუდობენ. ფასებზე ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა მე პირადად, ვითვალისწინებ რა იკეას საფასო სტრატეგიას ავეჯზე,   ველოდები ზომიერ ფასებს.

იხილეთ IKEA UPPLEVA-ს ანონსი youtube-ზე

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება