markup logo

799

Apple–ს ადანაშაულებენ შვეიცარიის სადგურის საათის დიზაინის მოპარვაში

alarm

შვეიცარიის ფედერალურ რკინიგზაში (SBB) აღმოაჩინეს, რომ 19 სექტემბერს გამოსულ ახალ ოპერაციულ სისტემა iOS 6–ის iPad –ის Clock აპლიკაციაში გამოყენებულია საათის დიზაინი გრაფიკული დანაყოფებით ციფრების ნაცვლად, შავი ფერის საათისა და წუთების ისრით და წითელი  წამის ისრით. 

ასეთი საათი შექმნილი 1944 წელს დიზაინერ განს ჰილფიკერის მიერ გამოიყენება ქვეყნის სადგურებში და დიდი ხანია იქცა  ფედერალური რკინიგზის და, მთლიანად შვეიცარიის სიმბოლოდ. რა თქმა უნდა , საათის დიზაინი დაცულია სავაჭრო ნიშნით.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ Apple იყენებს შვეიცარიის რკინიგზის საათს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი დიზაინის ფასეულობას, მაგრამ Apple–ის მხრიდან ეს არასანქცირებული გამოყენებაა“,– აღნიშნა რკინიგზის წარმომადგენელმა.

ახლა ორგანიზაცია აპირებს კომპენსაციის მიღებას და უკვე დაუკავშირდა ამერიკულ კომპანიას პრობლემის ერთობლივი გადაჭრისთვის.  ამავე დროს შვეიცარიის რკინიგზის განცხადებაში არ არის ნახსენები ფორმალური სასამართლო საჩივარი.

Apple–ის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ უკეთებენ კომენტარს შექმნილ სიტუაციას.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება