markup logo

872

Apple: პირველი წელი ჯობსის გარეშე

jobs

ერთი წლის წინ 2011 წლის 5 ოქტომბერს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივ ჯობსი , Apple–ის შემქმნელი და ხელმძღვანელი. კომპანია ხვდება მისი გარდაცვალების, უფრო სწორად ბუდიზმის მიხედვით, გარდაქმნის, წლისთავს უფრო მძლავრი ვიდრე ოდესმე ყოფილა, სტივ ჯობსის სახელი კი მუდმივად ჩნდება ახალ ამბებში.

უმეტეს შემთხვევაში ეს არის კარგი ხერხი საზოგადოების ყურადღების მიქცევისა.

დღესდღეობით სტივ ჯობსი ახსოვს ყველას პირველ რიგში როგორც „ციფრული რევოლუციის მამა“,  iPod, iPhone, iPad და Mac OS X–ის შემქმნელს – პროდუქტები, რომლებმაც აქციეს Apple ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად მსოფლიოში. მარტო iPhone –ის გაყიდვებმა მოუტანა კორპორაციას არანაკლებ 150 მილიარდი დოლარი. თუმცა რიგ გამოგონებებს, რომლებიც ჯობსის სახელს უკავშირდება, იყო წარუმატებელიც.

Apple –ის მომხმარებლები ხშირად იხსენებენ კომპანიის ფუძემდებელს, განსაკუთრებით კომპანიის ახლანდელი ხელმძღვანელობის უფრო „ადამიანური“ ქმედებათა კომენტარებში. როგორც წესი კომენტატორის რეაქცია გამოიხატება ერთი ფრაზით:“ ჯობსის დროს, ეს ასე არ იყო“. ბოლო მაგალითი: ტიმ კუკის მობოდიშება iOS რუკების ხარვეზებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლები ახლანდელი გენერალური დირექტორის პოტენციალს აფასებენ უფრო მაღლა, ვიდრე ჯობსის. მარტში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კუკის რეიტინგმა შეადგინა 97 %, მაშინ როდესაც ჯობსს ხელმძღვანელობის ბოლო წლის განმავლობაში 95% დადებითი გამოხმაურება ერგო წილად.

უფრო და უფრო ხშირად გვესმის Apple –ის ცვლილებების შესახებ, რაც შეიძლება უარყოფითად მოქმედებს კომპანიაზე. ბაზარი ძალზე სწრაფად იცვლება და მცირე შეცდომამაც კი შეიძლება „წაართვას“ Apple –ს თავისი პრივილიგირებული მდგომარეობა.

ასეა თუ ისე, გასული წლის განმავლობაში Apple –მა გაამყარა პოზიციები. ჟურნალ Forbes –ის ვერსიით ის ლიდერობს ყველაზე გავლენიანი ბრენდების რეიტინგში, ორი წლის განმავლობაში მარტო სახელის ღირებულება გაიზარდა ორჯერ და შეადგენს 87 მილიარდ დოლარს. წლის დასაწყისიდან Apple –ის ფასიანი ქაღალდების ფასი გაიზარდა დაახლოებით 250 დოლარით, სექტემბერში კი კომპანიის აქციები გადაცდა 700 დოლარიან ზღვარს. წარმატებით ჩაიარა iPhone 5–ის გამოშვებამ, რომელიც სამ დღეში გაიყიდა რეკორდული ტირაჟით – 5 მილიონი ეგზემპლარი.

ფაქტიურად Apple უკვე მიუახლოვდა იმ მდგომარეობას, როდესაც მისი მოწყობილობების გაყიდვები განისაზღვრება არა მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებით, არამედ კომპანიის აზიის კონტრაქტორების წარმადობით, ტაივანის Foxconn, Pegatron და Wintek, რომლებიც ჭორების თანახმად იყვანენ ახალ თანამშრომლებს, რომ გაუმკლავდნენ iPhone–ზე შეკვეთების მოცულობას.

ჯერჯერობით Apple სარგებლობს მომხმარებელთა მაღალი ნდობით – iPhone 5 –ის კორპუსის პრობლემებმა და iOS 6 –ის „მოუწესრიგებელმა რუკებმა“ არ  გამოიწვიეს პროდუქციაზე მასიური უარის თქმა.

გარდა ამისა, Apple –მა შეასრულა თავის ხელმძღვანელის ანდერძი, გაიმარჯვა Samsung –თან საპატენტო ბრძოლაში და  აგვისტოში  მიიღო კომპენსაციის სახით მილიარდ დოლარზე მეტი. ჯობსის ავტორიტეტი შელახული არ არის, არც ძველი სკანდალებით, არც საკორუპციო გამოძიებებით.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება