markup logo

971

Apple-მა წარადგინა ახალი iPhone – უფრო თხელი, უფრო მსუბუქი, უფრო დიდი ეკრანით

yphone5

ოთხშაბათს დილით სან-ფრანცისკოს ხელოვნების ცენტრში იერბა – ბუენა  Apple-მა წარადგინა სმარტფონი  iPhone 5. კომპანიის ხელმძღვანელის, გენერალური დირექტორის ტიმ კუკის ტრადიციული გამოსვლა ეხებოდა Apple-ის ბოლო მიღწევებს და წარმატებებს, რის  შემდეგაც ახალი iPhone -ის წარსადგენად სცენაზე ამოვიდა უფროსი მარკეტინგ – პრეზიდენტი და iOS განყოფილების ხელმძღვანელი ფილ შილერი. 

ახალი თაობის  სმარტფონის შესახებ პრეზენტაციამდე წინამორბედებზე შედარებით ცნობილი იყო გაცილებით უფრო მეტი. მრავალი საინფორმაციო „გაჟონვის“ გამო,  მედია საშუალებებმა გამოიკვლიეს  აპარატის გარეგნული და შინაარსობრივი მხარეებიც და როგორი ელემენტი და დისპლეი ექნება მას.

მთლიანობაში ჭორები გამართლდა – აპარატს ნამდვილად გააჩნია გადიდებული ეკრანი და ახალი მაკავშირებელი – 9 კონტაქტით 30 ტრადიციულის ნაცვლად. პროცესორი ასევე ახალია. შილერმა განაცხადა, რომ წინა მოდელთან შედარებით პროცესორის და გრაფიკული სისტემის წარმადობა გაიზარდა ორჯერ.

ახალი iPhone -ის დიაგონალი გაიზარდა ნახევარი დიუიმით და ახლა შეადგენს 4 დიუიმს. ჰორიზონტალურად გაფართოება იგივე დარჩა – 640 წერტილი, მაშინ როდესაც ვერტიკალურად ის გაიზარდა 960-დან 1136 წერტილამდე, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს დაემატებინათ მთავარი ეკრანის მენიუში ხატულების დამატებითი სტრიქონი.

მიუხედავად იმისა რომ ეკრანის გაფართოება ოდნავ უფრო მცირეა ტოპ Android აპარატებთან შედარებით, პიქსელების განლაგების სიმჭიდროვე გაცილებით უფრო მაღალია და შეადგენს 326 წერტილს ერთ დიუიმზე.  ანალოგიური მაჩვენებელი აქვს iPhone 4 და 4S.  შედარებისთვის: ფლაგმან Samsung Galaxy S III 4,8 დიუიმიან ეკრანს აქვს 306 პიქსელი ერთ დიუიმზე.  შილერის თქმით, ახალ დისპლეის აქვს 44% –ით უფრო მკვეთრი ფერი.

პირველი რეპორტაჟების და ექსპრეს მიმოხილვების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი მოდელი საგრძნობლად განსხვავდება iPhone 4 და 4S-სგან, თუმცა მსგავსებაც შენარჩუნებულია.  უკანა ნაწილი არის ლითონის და არა შუშის, როგორც ადრე, ის ერთდროულად წარმოადგენს მობილური კავშირის და LTE ანტენასაც.

ცალკეული შუშის ელემენტები საფარზე შენარჩუნებულია, როგორც ჩანს, ჩაშენებული ანტენების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

მოწყობილობა იწონის 112 გრამს – 20% ნაკლებს ვიდრე iPhone 4S, სისქე – 7,6 მმ, რაც წინამორბედზე 18 %-ით უფრო ნაკლებია. მოლოდინის რეჟიმში სმარტფონი „ძლებს“ 225 საათის განმავლობაში, ვიდეოს რეჟიმში – 10 საათი, სასაუბრო რეჟიმში 3G -ს ჩართვით – 8 საათს.

Apple-მა  განაახლა iOS -ის ყველა აპლიკაცია, ასევე აპლიკაციები, რომლებიც თავად კომპანიამ შეიმუშავა და ყიდის App Store -ის მეშვეობით, მაგალითად ტექსტური რედაქტორი Pages. ასევე აპლიკაციებს შორის გამოირჩევა  პროგრამა Passbook, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო, ფასდაკლების და სხვა კარტებზე ინფორმაციის შენახვა ერთ ადგილას. ექსპერტების აზრით,  Passbook-ის მეშვეობით Apple -მა გადაადგა გიგანტური ნაბიჯი „ელექტრონული საფულეს“ მიმართულებით.

ახალი სმარტფონის კიდევ ერთი თავისებურება –  SIM ბარათები, რომლებმაც მიიღეს სახელი nano-SIM. ამგვარ ბარათს ვერ დაამზადებთ ჩვეულებრივი SIM ბარათისაგან.

სმარტფონი გახდება პირველი iPhone, რომელსაც აქვს მაღალსიჩქარიანი LTE ქსელების მუშაობის მხარდაჭერა.

ამასთან, მოწყობილობას ექნება ქსელების მხარდაჭერა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც მესამე თაობის iPad-ის შემთხვევაში. მარტში გამოსული პლანშეტი გახდა  Apple -ის პირველი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს LTE ქსელებში, თუმცა მხოლოდ იმ სიხშირეებზე, რომლებსაც აშშ-ს და კანადის ოპერატორები იყენებენ.

ახლა უკვე LTE ქსელში ჩართვის ოპერატორების ჩამონათვალში არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ქვეყნები, პირველ რიგში აშშ, კანადა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები – რომლის ქსელებშიც იმუშავებს iPhone 5.  ევროპული LTE ოპერატორებიდან წარდგენილია რამდენიმე ქვეყანაში მომუშავე გერმანული T-Mobile და ბრიტანული EE.

iPhone 5 -ის გარდა Apple -მა წარადგინა სან-ფრანცისკოში iTunes-ის შემდეგი  მეთერთმეტე ვერსია (კატალოგიზირებისა და მედია აგრეთვე iOS მოწყობილობების სინქრონიზირების პროგრამა).

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება