markup logo

1,496

Apple–მა გახსნა iCloud–ის ონლაინ ვერსია ყველა მსურველისთვი

icloud

Apple–მა განაცხადა, რომ ღრუბლოვანი სერვისის საიტის iCloud –ის ბეტა ტესტირება დასრულდა და ის ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. ადრე საიტი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რამდენიმე დეველოპერისთვის.

iCloud –ის ონლაინ ვერსია ემსახურება რამდენიმე მოწყობილობას შორის მონაცემთა სინქრონირებას. მაგალითად, საიტის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გამართონ iOS მოწყობილობის და Mac კომპიუტერის აპლიკაციები – „ჩანიშვნები“, „კონტაქტები“, „კალენდარი“, „შეხსენებები“ და სხვა.

საიტზე არიან ისეთი აპლიკაციების კლიენტები, როგორებიცაა Notes და Reminder, რომლებიც სინქრონიზირდება Mac კომპიუტერებთან და მობილურ მოწყობილობებთან, ასევე გაჯეტებთან სამუშაო უტილიტები Find My Phone და iWork.

პროგრამა Find My Phone „სამაგიდო“ iCloud–ში საგრძნობლად შეიცვალა. მისი საშუალებით შესაძლებელია iPhone –ის დისტანციურად   ბლოკირება მისი დაკარგვის შემთხვევაში ან საკონტაქტო მონაცემების გაგზავნა სმარტფონზე იმისთვს, რომ მპოვნელი დაუკავშირდეს მფლობელს.

აპლიკაციების ნაკრებში შევიდა ასევე გაუმჯობესებული „ფოსტა“ ახალი ფუნქციით „ვიპ–სია“. ის აჩვენებს შეტყობინებას, თუ წერილი მიღებულია კონტაქტისგან, რომელიც შეყვანილია „რჩეულებში“.

iCloud, რომელმაც შეცვალა   სერვისი MobileMe, გაიშვა ბეტა–ვერსიის რეჟიმში 2011 წლის ოქტომბერში, მობილური ოპერაციული სისტემის iOS 5–ის ფინალურ გამოსვლასთან ერთად. ის საშუალებას იძლევა მონაცემების სინქრონიზაციისა iPhone სმარტფონების, iPad პლანშეტების და პერსონალურ კომპიუტერებს შორის.

iCloud –ის ყველა მომხმარებელი იღებს უფასოდ 5 GB მონაცემთა შესანახად. ამაზე მეტი მოცულობა უკვე ფასიანია, მაგალითად, დამატებითი 20 GB ღირს 40 დოლარი წელიწადში.

ოპენგეიმერის თქმით, მომავალში კომპანია აპირებს ფაილების შესანახი სივრცის გაზრდას.

iCloud –თან ერთად რამდენიმე ქვეყანაში ამუშავდა ფუნქცია iTunes Match, რომელიც ასკანირებს მომხმარებლის მუსიკალურ კოლექციას და გადააქვს ის iCloud–ში. iTunes –ში არსებული დამთხვეული კომპოზიციები იცვლება კარგი ხარისხის ლეგალური კომპოზიციებით. ინტერნეტიდან მუსიკის პირდაპირი ამოღება პოტენციურად ამცირებს სმარტფონებსა და პლანშეტებში დიდი მოცულობის ჩაშენებული მეხსიერების არსებობას.

„ღრუბლოვან“ საცავში გადატანის შემდეგ, მთელი მუსიკალური კოლექცია ხელმისაწვდომი ხდება iOS მოწყობილობებზე, ასევე Windows ან Mac OS X. აშშ–ში წლიური სერვისი ღირს 25 დოლარი, დიდ ბრიტანეთში ის შეაფასეს 22 გირვანქა სტერლინგად. ევროზონის ქვეყნებში Apple ითხოვს 25 ევროს.

გარდა ამისა, iCloud –ის კომპონენტებს შორის ბეტა–ვესიების სტატუსში წარდგენილია ფოსტა, კალენდარი და უტილიტა მოწყობილობების ძებნისთვის.

ჭორების მიხედვით, ახლახანს დაწყებული iTunes Store –ის (2003 წელს  გამოჩენის მომენტიდან) ყველაზე მასშტაბური რეორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ცვლილებებთან ერთად მუსიკის და ვიდეოს ონლაინ–მაღაზიის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას iCloud –თან.

ოპერაციულ სისტემაში iOS 6 და iTunes –ის მე–11 ვერსიაში, რომლებიც 19 სექტემბერს გამოვლენ, Apple –ის „ღრუბლის“ შესაძლებლობები გაფართოებულია. მაგალითად, iCloud –ის საშუალებით შესაძლებელი იქნება Safari–ის სინქრონიზაცია, ფოტოების გაცვლა და კომენტარების დატოვება.  iTunes Store –ში ნაყიდ კომპოზიციასთან წვდომა იქნება ნებისმიერი „ვაშლოვანი“ მოწყობილობისთვის.

iCloud –ის პირდაპირი კონკურენტების რიცხვში არიან Dropbox, Microsoft SkyDrive და მიმდინარე წლის აპრილში გაშვებული Google Drive.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება