markup logo

792

Apple იწყებს Mac OS X Mountain Lion–ის ოფიციალურ გავრცელებას

ml

ოპერაციული სისტემის Mac OS X ახალი ვერსია სახელად Mountain Lion უკვე ხელმისაწვდომია – ამის თაობაზე  ოფიციალურად განაცხადა კორპორაცია Apple–მა. 25 ივლისიდან მომხმარებლებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ახალი ვერსია სულ რაღაც 19,99 დოლარად,  ხოლო მათ,  ვინც შეიძინა Mac –ი 2012 წლის 11 ივნისის შემდეგ,  შეძლებენ  OS X 10.8 Mountain Lion ატვირთვას Mac App Store –იდან სრულიად უფასოდ. Mountain Lion არის  Mac OS X–ის ბაზარზე 11 წლიანი გამოცდილების მქონე ოჯახის მეცხრე მსხვილი რელიზი. Mac ოჯახის კომპიუტერები Apple –ის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ iPhone–თან  და iPad–თან შედარებით გაცილებით ნაკლები მოგება მოაქვთ კომპანიისთვის.

Mountain Lion („პუმა“) გამოვიდა წინა ვერსიის Mac OS X 10.7 Lion (“ლომი”) ზუსტად ერთი წლის შემდეგ.  ამ ახალ განახლებას გააჩნია ორასზე მეტი ფუნქცია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით,  მიუხედავად იმისა, რომ  Mountain Lion– ს აქვს Apple–ის მობილური მოწყობილობებიდან ცნობილი აპლიკაციები, ის უფრო შეცდომების მასშტაბური გამოსწორებაა,  ვიდრე ხარისხობრივად ახალი პლატფორმა.

სისტემის დისტრიბუტივის მოცულობა 4 გიგაბაიტია და „მოითხოვს“ წინა Mac OS X 10.6.6 და უფრო ძველ ვერსიებს.  მოთხოვნების მიხედვით ის ვერ დაყენდება 2007 წლამდე გამოშვებულ iMac და MacBook Pro კომპიუტერებზე, ისევე როგორც 2008 წლამდე გამოშვებულ MacBook და Mac Pro–ზე, ასევე 2009 წლმადე გამოშვებულ  Mac mini – ზე.

Mountain Lion   მიჰყვება Mac OS X –ის, iPhone–ის  და iPad iOS მობილურ სისტემასთან თანმიმდევრულ   დაახლოების ტენდენციას.  სიახლე ასევე გახდა OS X –ის პირველი ვერსია, რომელიც სრულყოფილად ინტეგრირებულია ღრუბლოვან სერვისში Apple iCloud, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მაგალითად, შეინახოს დოკუმენტები ონლაინ რეჟიმში.

Mountain Lion –ის საკვანძო ნოვაციების რიგს დეველოპერები მიაკუთვნებენ რამდენიმე აპლიკაციას, რომელიც ცნობილია Apple–ის მობილური მოწყობილობებიდან: შეტყობინებების სისტემა iMessage, Notes – ჩანიშვნების შექმნის აპლიკაცია და Reminders – შეხსენების სერვისი.

სისტემას ასევე გააჩნია უნივერსალური ფუნქცია Share – ინფორმაციის სწრაფი გაზიარება ელექტრონული ფოსტის, დაუყოვნებლივი შეტყობინების ან  Twitter –ის მეშვეობით.

Mac OS X –ის ახალ  ვერსიაში ასევე შესაძლებელია დასაბეჭდი ტექსტის კარნახი (ხმის აღქმის ფუნქცია პირველად iPhone 4S–ში გაჩნდა). თუმცა ტესტერებმა აღნიშნეს, რომ ხმის მეშვეობით ტექსტის შეყვანის ფუნქცია არ არის იდეალური. პლატფორმა ასევე მოიცავს Game Center, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

გარდა ამისა, სისტემას გააჩნია განახლებული ბრაუზერი Safari, ფუნქცია Power Nap, რომელიც ანახლებს სისტემას, როდესაც კომპიუტერი „მიძინების“ რეჟიმშია და დაცვითი სისტემა  Gatekeeper, რომელიც იცავს კომპიუტერს ინტერნეტიდან პროგრამების ატვირთვის დროს.

Facebook –თან დაპირებული ინტეგრაცია გახდება ხელმისაწვდომი მხოლოდ ოპერაციული  სისტემის შემდეგ განახლებაში.

კატეგორია: Software .

კომენტარის დატოვება