markup logo

428

Apple იწყებს 13–დიუიმიან MacBook Pro ნოუტბუქების გამოშვებას Retina დისპლეებით

mbp

კომპანია NPD DisplaySearch –ის ანალიტიკოსმა რიჩარდ შიმმა აცნობა გამოცემა CNet News –სს, რომ Apple –ის პარტნიორები უკვე შეუდგნენ მაღალი გაფართოების 2560 × 1600 ცამეტდიუიმიანი პანელების გამოშვებას MacBook Pro ნოუტბუქებისთვის. შიმის მონაცემებით, პანელებს უშვებენ Samsung, LG Display და Sharp.

ანალიტიკოსმა დააზუსტა, რომ საუბარია 13, 3 დიუიმიან MacBook Pro –ზე და არა MacBook Air –ზე. მისი აზრით, ახალ მოდელს სექტემბერში წარადგენენ.

დღესდღეობით Apple –ის პროდუქტებს შორის წარმოდგენილია ერთადერთი ნოუტბუქი  Retina დისპლეით, 15 დიუიმიანი დიაგონალით. კომპანიამ წარადგინა ეს მოდელი ივნისის  შუა რიცხვებში.

ამ კომპიუტერის დისპლეის გაფართოება გახლავთ 2880 × 1800, ჩვეულებრივ MacBook Pro–ზე ოთხჯერ მეტი.  ცამეტდიუიმიან ვერსიას ასევე ოთხჯერ „ეზრდება“ გაფართოება: 1280× 800.

ამასთან თუ 15 დიუიმიანი დისპლეი იყო გამოშვებული რამდენიმე ასობით ათასი და Apple ვერ აკმაყოფილებდა ნოუტბუქებზე არნახულ მოთხოვნებს მაღალი გაფართოების დისპლეების ცუდი მიწოდების მექანიზმის გამო, ცამეტდიუიმიანი დისპლეების გამოშვების მოცულობა შეადგენს ერთიდან ორ მილიონამდე.

დისპლეი  Retina (ინგლ. ბადურა) პირველად გამოყენებულ იქნა 2011 წლის ივნისში გამოშვებულ iPhone 4 სმარტფონებში. ასეთი დასახელება სტივ ჯობსმა აირჩია იმიტომ რომ ადამიანის თვალი მაღალი გაფართოების შემთხვევაში (ერთ დიუიმზე 300 წერტილზე მეტი) ვეღარ არჩევს ზოგ პიქსელს, თუ ეკრანი საშუალო დაშორებით არის თვალისგან.

სპეციალურად ახალი დისპლეისთვის Apple –მა განაახლა ნოუტბუქებში ოპერაციული სისტემა OS X Lion–ის საშტატო აპლიკაციები და მათ შორის ბრაუზერები Safari, Mail, iCal, iPhoto, iMovie, iTunes და სხვა, ასევე Aperture და Final Cut Pro.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Apple –მა გაყიდა 4 მილიონი Mac კომპიუტერი, ერთი წლის წინ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%–ით  მეტი.

კატეგორია: ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება