markup logo

842

Apple იწვევს ჟურნალისტებს ახალი პროდუქტის ანონსზე – დიდი ალბათობით, ეს iPhone 5-ია

ip5

სამშაბათს საღამოს კომპანია Apple–მა გაუგზავნა ჟურნალისტებს მოწვევა ღონისძიებაზე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, გახდება შემდეგი თაობის iPhone –ის პრეზენტაცია. სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდება 12 სექტემბერს სან–ფრანცისკოში არტ დარბაზში Yerba Buena Center , სადაც თავის დროზე მოეწყო iPad –ის, iPad 2 –ის და ახალი iPad –ის (მესამე თაობა), ასევე iPod touch–ის ანონსები.  დასაწყისი დილის 10 საათი (ჩვენი დროით 21:00).

მოწვევაზე არის ციფრი 12 და წარწერა  “It’s almost here”  (ის თითქმის აქ არის). ბევრმა შეამჩნია,  ციფრ თორმეტის უცნაური ჩრდილი – ის უფრო ხუთიანს ჰგავს. ეს კიდევ ერთხელ ირიბად ადასტურებს, რომ ახალ iPhone –ს ექნება რიგითი ნომერი – 5.

უფრო ადრე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა ანონსირების თარიღი 12 სექტემბერი.

ტექნობლოგ iMore–ის ინფორმაციით წინასწარი შეკვეთები შესაძლებელი იქნება ანონსის დღეს, ხოლო გაყიდვაში ახალი  iPhone  21 სექტემბერს შემოვა.

მოდური გაჯეტის წინა ვერსია, iPhone 4S,  შემოთავაზებულ იქნა გასული წლის 4 ოქტომბერს. გავრცელებული ჭორების თანახმად, iPhone 5 –ის ეკრანი იქნება ოდნავ უფრო დიდი, კორპუსი კი უფრო თხელი. ასევე ახალი ვერსია გამოვა iOS 6–ით და ექნება ორასზე მეტი ახალი ფუნქცია, მათ შორის საკუთარი Apple სანავიგაციო და რუქების სერვისი, ხმოვანი მართვის გაუმჯობესებული ფუნქცია Siri და ინტეგრაცია iPhone –ის პროტოტიპის  Facebook–თან. ამ დღეებში ქსელში გამოქვეყნდა ახალი  iPhone –ის პროტოტიპის ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალა.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება