markup logo

513

Apple–ის რუკებზე ჩანს ბევრი ქვეყნის საიდუმლო ობიექტები, რომლებიც დამალულია Google–ის და Nokia–ს რუკებზე

am

მობილური iOS–ის ბოლო ვერსიასთან ერთად გამოსულ  Apple–ის რუკებზე არის ბევრი ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტის  დეტალური ფოტო.  ამგვარად, ამერიკული კომპანია ზარალს აყენებს უამრავი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. კერძოდ, Apple –ის რუკებზე არის თურქეთის კუნძულ იმრალის გამოსახულება, სადაც მდებარეობს მკაცრი რეჟიმის ციხე.

თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, ამ რაიონის დეტალური ფოტოების გადაღება აკრძალულია და ყველა დანარჩენი კარტოგრაფიული მონაცემების მომწოდებელი იცავს ამ აკრძალვას. ამ რაიონის  Google და Nokia–ს ფოტოები  გაურკვეველია, დეტალური გამოსახულება კი მიუწვდომელი. Apple –ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამ სიტუაციის კომენტარზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ თანამგზავრებიდან მიწოდებული გამოსახულება არ წარმოადგენს ინტერესს სამხედროებისთვის და ჯაშუშებისთვის, რადგან მათ  გააჩნიათ სხვა ტექნიკური საშუალებები. ამავდროულად საიდუმლო და განსაკუთრებულად დაცული ობიექტების ფოტოები შეიძლება იყოს გამოყენებული ტერორისტული იერიშების ორგანიზებისთვის.

თურქეთის სარეჟიმო ობიექტების გარდა Apple Maps ასევე დემონსტრირებს იაპონური კუნძულის მინამიტორიშიმას სურათებს, ეს კუნძული სამხედრო ძალების მოწინავე ავიაბაზაა.

Google–ის  და Nokia–ს რუკებზე გამოსახულება გაურკვეველია.  გარდა ამისა, Apple –ის რუკებზე შეიძლება ვნახოთ ნატოს აეროდრომი ჰაილენკირხენე (გერმანია) და ამერიკული ბაზა აბერდინში (აშშ).

Apple –ის რუკებზე ასევე არის რუსეთის სამხედრო გასაიდუმლოებული ნაწილი, რომელიც მდებარეობს ჩუკოტკის დასახლებულ პუნქტთან – ეგვეკინოტი.

Google –ში აღნიშნეს, რომ რუკების მონაცემებს მათ რამდენიმე კომპანია აწვდის. ინტერნეტ გიგანტის წარმომადგენლების თქმით, ისინი თავად ირჩევენ, რომელი ობიექტები გამოაჩინონ და რომლები არა.

საძიებო გიგანტი თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, მაგრამ არ ფარავს ობიექტებს მათი მოთხოვნით რუკებზე.

Nokia –ში განაცხადეს, რომ ზოგი სახელმწიფო აწვდის მათ ობიექტებისა და ადგილების სიას, რომლებიც არასასურველია რუკებზე გამოსაჩენად და კომპანია არ არღვევს ამ მოთხოვნებს.

კატეგორია: Software, ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება