markup logo

535

Apple–ის განცხადებით აპლიკაციების დამაზიანებელი სერვერული შეცდომა აღმოფხვრილია

გასულ ხუთშაბათს Apple–მა განაცხადა, რომ მოაგვარა პრობლემა, რომელიც წარმოეშვა რამდენიმე აპლიკაციას მათი ონლაინ მაღაზიიდან გადმოტვირთვის თანავე.

ფაქტობრივად, იმის დასტურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა,  რომ ნაყიდი პროგრამები გახსნილია მომხმარებლისთვის, წარსდგა მათ წინაშე, როგორც სრულიად გამოუყენებადი.

„ჩვენ გვქონდა დროებითი პრობლემა სერვერზე, რომელიც ამუშავებს DRM (Digital Rights Management) კოდს ზოგიერთი აპლიკაციისთვის,“ განუცხადა Apple –მა AllThingsD –ს.  Apple –ის თქმით ამ შეფერხებამ მომხმარებელთა უმნიშვნელო რიცხვზე იმოქმედა.

“პრობლემა მოგვარებულია და არ ველოდებით მის განმეორებას“,– აცხადებს Apple, „დაზიანებული აპლიკაციების გადმოთვირთვის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელახლა გადმოტვირთოთ ისინი ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან.“

სხვა დაზიანებულ აპლიკაციებს შორის იყო GoodReader –იც, რომელმაც შეადგინა ეს გზავნილი თავის მომხმარებლებისთვის.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება