markup logo

739

Angry Birds Space–ის ახალ ვერსიაში ღორებმა დაიპყრეს მარსზე მოსიარულე Curiosity

abrp

ავ ფრინველებზე და ვერაგ ღორებზე პოპულარული თამაშის შემქმნელებმა, ფინური კომპანია Rovio–სგან NASA–სთან თანამშრომლობით გამოუშვეს Angry Birds Space –ის განახლებული ვერსია ახალი დონეებით, სადაც მოქმედება ვითარდება მარსზე ისტორიაში ყველაზე დიდი მარსზე მოსიარულე აპარატის  Curiosity–ის მონაწილეობით.

ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მობილური პლატფორმების iOS და Android–ისთვის აპლიკაციების  ონლაინ მაღაზიებში. დამატებულია 20 ახალი დონე და რამდენიმე ახალი ბონუსი.

„ღორებმა დაიპყრეს Curiosity, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოძებნონ გაყინული კრისტალები, ისინი კვერცხებს დაეძებენ“ – ნათქვამია ფინური კომპანია Rovio –ს დეველოპერების მიერ შექმნილი თამაშის აღწერაში.

„ამ თანამშრომლობის მეშვეობით Rovio აცნობს ახალ ფართო აუდიტორიას  NASA–ს მარსის შემსწავლელ პროექტებს“, – წერს ამერიკის აეროკოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი დევიდ უევერი NASA –ს საიტზე.

NASA  დაეხმარა Angry Birds –ის დეველოპერებს არა მხოლოდ თითქმის ნამდვილი პეიზაჟის ჩვენებაში, არამედ თვით აპარატის თავგადასავლების დემონსტრირებაშიც.

Rovio –ს მიერ წარდგენილ სარეკლამო რგოლის მიხედვით, შემოდგომას კომპანია აპირებს ცალკე თამაშის Angry Birds Space: Red Planet –ის წარდგენას.

Curiosity დაეშვა 6 აგვისტოს გეილის კრატერში მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში. სავარაუდოდ, აპარატი იმუშავებს წითელ პლანეტაზე მინიმუმ ერთი მარსული წლის განმავლობაში – 686 დღე.

Angry Birds –ის კლასიკური ვერსია მოგვითხრობს ოქროს კვერცხების გამო გაჩაღებულ ომზე ფრინველებს და მწვანე ღორებს შორის. მოთამაშე ესვრის ღორებს, რომლებიც იმალებიან ხის, ყინულის ან ქვის ბლოკებისგან დამზადებულ შენობებში.

მიზანია ყველა მწვანე ღორის განადგურება, ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება და შემდეგ დონეზე გადასვლა. ასე უნდა დაიბრუნონ უფრთო ფრინველებმა ღორების მიერ მოტაცებული კვერცხები.  მოგება ჩაითვლება მხოლოდ ყველა ღორის განადგურების შემთხვევაში. არსებობს ფრინველთა რამდენიმე სახეობა, თითოეულს გააჩნია საკუთარი ამოცანა. თამაში მუდმივად ივსება ახალი ეპიზოდებით.

თამაშის მეოთხე ვერსიაში – Angry Birds Space – ყველა ფრინველს აქვს საკუთარი სახელი, ოდნავ შეცვლილი იერსახე და ამასთანავე ზოგს დაემატა სხვადსხვა  ფუნქცია.  ღორები კი, არა მხოლოდ ელოდებიან შურისძიების აღსრულებას, არამედ იძინებენ, იღვიძებენ და დასცინიან ჩიტებს. 

თამაშის მოქმედება ვითარდება კოსმოსში, ამიტომ ფრინველების ტრაექტორიაზე მოქმედებს პლანეტების გრავიტაციის ძალა. ყოველი 30 ტურის შემდეგ მოთამაშე უნდა შეებრძოლოს დედოფალ ღორს, რომელიც სხვებისგან განსხვავებით დაცულია ჯავშანით და ერიდება ჩიტებთან შეტაკებას.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება