markup logo

574

Android აპლიკაციები იმუშავებენ AMD პროცესორიან კომპიუტერებზე

app

კომპანია AMD–მ  გააფორმა ხელშეკრულება, ოპერაციული სისტემა Android–ის Windows–სთვის და Mac OS–სთვის უფასო ემულატორის, სახელად  X App Player შემმუშავებელ კომპანიასთან BlueStacks. 

ამ ხელშეკრულების თანახმად ემულატორი ოპტიმიზირებული იყო კომპიუტერებისთვის AMD პროცესორებით და ვიდეობარათებით, განსაკუთრებით Windows 8 –ზე მომუშავე ახალი პლანშეტების და ნოუტბუქების სენსორული ეკრანით.  Android-აპლიკაციების რიცხვმა მიაღწია უკვე 500 000, მაშინ როდესაც მაღაზიაში Windows 8 –ის გამოსვლის მომენტისთვის წარდგენილი იქნება მხოლოდ 2000.

გარდა ამისა, AMD–მ გახსნა საკუთარი აპლიკაციების მაღაზია, სახელად AppZone, რომელშიც წარდგენილია  თამაშები და პროგრამები ოპტიმიზირებული კომპანიის გრაფიკული ჩიპებისთვის, ასევე App Player ემულატორში მომუშავე Android აპლიკაციის.  BlueStacks Cloud Connect და მაღაზია AppZone სერვისის მეშვეობით შესაძლებელია Android ფონის და AMD პროცესორიანი კომპიუტერის აპლიკაციების ნაკრების სინქრონიზება.

2009 წელს შექმნილი კომპანია BlueStacks არის AMD –ის დეპარტამენტის დაფინანსებაში (სხვა ინვესტორები:  Qualcomm, Citrix, Andreessen Horowitz და Ignition Ventures).

ახლა AMD აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპიუტერების მომწოდებლებთან AppZone –ის წინასწარი ჩაწერის თაობაზე, შედეგად შესაძლებელი იქნება ასეთ პერსონალურ კომპიუტერებზე Android აპლიკაციების გაშვება.  ზოგიერთი მონაცემებით ASUS–თან და ViewSonic –თან ხელშეკრულება მიღწეულია.

App Player–ში მომუშავე  Android-აპლიკაციები გამოიყენებენ AMD Radeon –ის გრაფიკული დამაჩქარებლების შესაძლებლობებს.

ექსპერტების აზრით ეს ძალზე ძლიერი ნაბიჯია AMD –სი, რომლის შედეგადაც Android აპლიკაციებს ეყოლებათ ათობით მილიონი პოტენციური  მომხმარებელი, რომლებსაც აღარ ექნებათ საფუძველი უჩივლონ Windows მოწყობილობებისთვის აპლიკაციების არასაკმარისობას.

კატეგორია: Hardware, OS, Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება