markup logo

1,258

Amazon–მა წარადგინა ახალი თამაში სოცილაური ქსელებისთვის

lc

კომპანია Amazon –ის ახალმა განყოფილებამ Amazon Game Studios – მა წარადგინა Facebook–სთვის სათამაშო აპლიკაციის პირველი რელიზი.

თავის პირველი პროდუქტი Living Classics Amazon–მა შეაფასა  როგორც  „თამაში მოძრავი ობიექტებით“.  მოთამაშე ეხმარება მელიების ოჯახს პოპულარული წიგნების („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ქვეყანა ოზ–ის ჯადოქარი“, „მეფე არტური“) ანიმაციური ილუსტრაციების მეშვეობით. ქულების დასაგროვებლად სწრაფად და ზუსტად უნდა დააკლიკოთ ილუსტრაციების მოძრავ ელემენტებზე.  

თამაშში შეგიძლიათ შეაგროვოთ არტეფაქტები  და დაეხმაროთ სოცილაური ქსელის მეგობრებს.  ვირტუალური ფულის მეშვეობით Living Classics –ში შესაძლებელია სხვადასხვა დონეებზე  უფრო მარტივად გასვლა.

უფრო ადრე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ რიტეილერის გეგმებზე თამაშების განვითარების მიმართულებით ნაწილობრივ მეტყველებდნენ პროგრამისტების, მხატვრების და დიზაინერების საიტზე განთავსებული ვაკანსიები. ახალი გუნდი აგრძელებს თანამშრომელთა აყვანას.

სოციალურ თამაშებზე მუშაობით Amazon პირდაპირ კონკურენციას უწევს ამ ბაზარზე უმსხვილეს კომპანიას  Zynga–ს.

AppData –ს საიტის მონაცემებით, Zynga–ს ამჟამად ეკუთვნის ათიდან ხუთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, მათ შორის The Ville, FarmVille და CityVille.  ბაზარზე ახალ ფეხადგმულ Amazon –ს მოუწევს ასევე Electronic Arts, King.com და Wooga –სთან კონკურენციის გაწევა.

კატეგორია: თამაშები, ონლაინ თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება