markup logo

1,058

Amazon-­ს საკუთარი Android­-სმარტფონი ექნება

amaz

კომპანია Amazon საკუთარი Android-­სმარტფონის გამოშვებას გეგმავს‚ გადმოსცემს „Bloomberg“­-ის სააგენტო. მოწყობილობა‚ ისევე როგორც Amazon-­ის ბრენდის სახით გამოშვებული იაფი პლანშეტი Kindle Fire‚ ინტეგრირებული იქნება კომპანიის საკუთარ ონლაინ­მაღაზიაში‚ რამაც უნდა გამოიწვიოს ელექტრონული წიგნების‚ მუსიკისა და ფილმების გაყიდვების გაზრდა.

Amazon გასული წლის შემოდგომიდან ყიდის პლანშეტურ კომპიუტერს „Kონდლ Fირე“­ს‚ რომელიც Android­-ის მობილურ პლატფორმაზე მუშაობს. მისი ფასი 200 დოლარიდან იწყება‚ რაც რამდენიმე დოლარით დაბალია მის თვითღირებულებაზე‚ მაგრამ Amazon მოწყობილობის გაყიდვებიდან დანაკარგების დაფარვას და მოგების მიღებას Amazon თავისი ინტერნეტ­მაღაზიიდან ციფრული კონტენტის გაყიდვების ხარჯზე შეძლებს‚ რომელთანაც ხელმისაწვდომობის უბრალო საშუალებები წინასწარაა დადგენილი Kindle Fire­-ში.

სმარტფონის დამუშავებისას კომპანია გეგმავს გამოიყენოს იგივე ბიზნემოდელი.

„Bloomberg“­-ის წყაროების მონაცემებით‚ ამჟამად Amazon აქტიურად ყიდულობის პატენტებს კავშირის უმავთულო ტექნოლოგიების დარგში‚ რათა დაიცვას თავისი მოწყობილობა კონკურენტების შესაძლო სასამართლო თავდასხმებისგან‚ აგრეთვე‚ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტაივანის სამომხმარებლო ელექტრონიკის შემგროვებელ „Hon Hoi (Foxcom)“­-თან‚ რომელიც მოწყობილობის წარმოებით დაკავდება.

შეგახსენებთ‚ რომ ამ დღეებში Amazon­-მა გამოაცხადა „UpNext“­-ის შეძენაზე გარიგების დამთავრების შესახებ. ეს კომპანია რამდენიმე წელია‚ კარტოგრაფიული სერვისების დამუშავებითაა დაკავებული. „UpNext“-­ის შესყიდვაზე გავრცელებული ცნობების შემდეგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ‚ რომ Kindle Fire შემდგომი ვერსია აღჭურვილი იქნება GPS მოდულით‚ ასევე‚ Amazon­-ის ბრენდით სმარტფონების გამოშვების შესახებ.

ანალიტიკური კომპანია IDC­ის მონაცემებით 2012 წლის პირველ კვარტალში სმარტფონების ბაზრის მოცულობამ შეადგინა 398‚4 მილიონი მოწყობილობა. ბაზრის ლიდერია კომპანია Samsung‚ ხოლო მისი ძირითადი კონკურენტებია – კომპანია Apple‚ რომელიც სმარტფონ iPhone-­ს აწარმოებს.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება