markup logo

662

AirDroid

airdroid_002

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კომპანია Sand Studios-მა Android-ის ბაზაზე მინიპროგრამა  გამოუშვა, სახელად AirDroid, რომელიც განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერიდან ნებისმიერი კატეგორიის გაჯეტის დისტანციური მართვისათვის, ტელეფონი იქნება ეს თუ პლანშეტური კომპიუტერი. არანაირი USB-ის მიერთება აღარ არის საჭირო, საკმარისია ორივე მოწყობილობა Wi-Fi ქსელის ერთ სისტემაში იყოს ჩართული.

airdroid_001

პროგრამა თავიდანვე მომხმარებელთა ფართო წრისათვისაა ნაანგარიშევი და გარდა მარტივი და გასაგები ინტერფეისისა, გამოირჩევა შაბლონების და წინასწარ გაწერილი სცენარების დიდი არჩევანით. მაგალითად, ბიზნესმენი უმარტივესად მოახერხებს სმარტფონიდან სასურველი დოკუმენტაციის PC-ში გადატანას, კოპირებას, რედაქტირებას, ძებნას და ასე  შემდეგ.

მულტიმედია გართობის მოყვარულთათვის მშვენივრადაა რეალიზებული აუდიო-ვიდეო და ფოტომასალის გადატანა და თან ისე, რომ თავად AirDroid-ის ინტერფეისიდანვე შეძლებთ სხვადასხვა მოვლენებზე ზარების მელოდიების შეცვლას, კონტაქტებზე ფოტოების მიბმას და სხვა.

ვისაც ხშირად უწევს SMS შეტყობინების გაგზავნა, დამეთანხმება იმაში, რომ რაც არ უნდა მოსახერხებელი იყოს სმარტფონის თუ პლანშეტის ვირტუალური კლავიატურა, ის მაინც ვერ შეცვლის სტანდარტული დესკტოპის სრულმასშტაბიან სისტემას. ასეთი შემთხვევებისა­თვისაც გამოგადგებათ ჩვენი პროგრამა, რადგან მარტივად მოახერხებთ პირდაპირ წვდომას მისამართების წიგნაკზე და სასურველი აბონენტისათვის მოკლე შეტყობინების გაგზავნას. აგრეთვე, შესაძლებელია ჯგუფების შექმნაც და რაიმე მოვლენის შესახებ შეტყობინების მასიური სახით გადაგზავნა. airdroid_003

ზემოაღნიშნულ ფუნქციებზე წვდომისათვის საჭირო არ არის არანაირი სპეცპროგრამული უზრუნველყოფა. საკმარისია მხოლოდ სტანდარტული ვებ-ინტერფეისი და ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერი პროგრამა (ტესტირებისას რატომღაც დასაკავშირებელი ინტერფეისი Opera-ს გარსში საერთოდ არ ჩაიტვირთა, ხოლო IE-ში კი რამოდენიმე ფუნქცია არაადკვატურად იქცეოდა, სამაგიეროდ Crome და Firefox-Sი ყველაფერი რიგზე იყო). გაჯეტის და პერსონალური კომპიუტერის დაკავშირებაც უმარტივესად ხორციელდება და არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მომხმარებელს. საკმარისია მობილური კლიენტ-პროგრამის ჩატვირთვა, რომ ეკრანზე ავტომატურად გამოჩნდეს საჭირო ინფორმაცია IP-მისამართისა და დამატებით  კომპიუტერთან დასაკავშირებელი პაროლი.

ერთადერთი მინუსი AirDroid-სა არის ის, რომ ზოგიერთი ფუნქცია მუშაობს მხოლოდ მობილური აპარატის ე.წ. რუტიზაციის შემდგომ. მართალია, უმეტეს შემთხვევაში პროგრამა შესანიშნავად იმუშავებს, მაგრამ დროდადრო მოსალოდნელია მსგავსი მოთხოვნის გამოჩენაც.

მინიპროგრამა მუშაობს ОС Android 2.1 და უფრო თანამედროვე ვერსიების ბაზაზე და ნებისმიერ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია მისი გამოყენება. ეს ყოველივე Play Store-ის მეშვეობით სრულიად უსასყიდლოდ ვრცელდება. მსურველებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამის შემდეგი ბმულის მეშვეობით მოძიება:

https://play.google.com/store/apps/details?id=com.sand.airdroid&feature=search_result#?t=W251bGwsMSwxLDEsImNvbS5zYW5kLmFpcmRyb2lkIl0

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება