markup logo

533

AirDrive HD

airdrive

AirDrive HD არის უფასო უტილიტა  iOS პლატფორმისათვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს სმარტფონი თუ პლანშეტური კომპიუტერი გადავაქციოთ მოხერხებულ Flash-დრაივერად და გამოვიყენოთ იგი ორ კომპიუტერს შორის ინფორმაციისა და ფაილების გაცვლისათვის. გვეზოგება დრო და არ არის საჭირო პლანშეტი კაბელის მეშვეობით რიგრიგობით მივაერთოთ ყველა კომპიუტერთან ცალ-ცალკე. საკმარისია მხოლოდ სასურველი დანადგარები ყველა ერთ Wi-Fi ქსელში იყოს გაერთიანებული.

AirDrive HD სხვა ანალოგებისაგან გამოირჩევა იმითაც, რომ განსაკუთრებულად მარტივი მოსახმარია და ფაქტიურად არანაირი პარამეტრის ხელით შეყვანას არ მოითხოვს. უბრალოდ დააყენეთ პროგრამა თქვენ პორტატიულ გაჯეტზე, მიუერთეთ Wi-Fi ქსელს რომელსაც თქვენი კომპიუტერი იყენებს. გაშვების შემდგომ მომხმარებელს მიეწოდება URL ლინკი, რომლის შეყვანაც ნებისმიერი ბრაუზერიდან შეიძლება. ასეთი მარტივი მანიპულაციების შემდგომ იუზერს საშუალება ეძლევა ორმხრივი წვდომა ჰქონდეს როგორც კომპიუტერიდან სმარტფონზე, ასევე პირიქითაც.

AirDrive HD_001

ყველა ფაილი, რომელიც ასეთი გზით გაიცვლება მომენტალურად ხდება ხელმისაწვდომი და რაიმე დამატებით მანიპულაციებს არ მოითხოვს. ანუ, არ ხდება ფაილების სადმე ერთ წერტილში თავმოყრა შემდგომი დახარისხებისათვის. ყველაფერი წინასწარ გაწერილ ფოლდერებში თავსდება და შესაბამისად მარტივია მათთან მუშაობა. თუ მომხმარებელს მეორე ან მესამე კომპიუტერთან დაკავშირება დასჭირდება, პროგრამა დამატებით URL მისამართებს შემოგვთავაზებს და ამით ერთ წერტილში გაერთიანდება ყველა სასურველი რესურსი.

AirDrive HD_002

გარდა ხსენებული შესაძლებლობებისა AirDrive HD –ს  სხვა შესაძლებლობების გააჩნია:

  • ფაილების გადაცემა FTP პროტოკოლის მეშვეობით
  • Bluetooth პროტოკოლის მეშვეობით სხვა დანადგარებთან კავშირი, რომლებსაც Wi-Fi მოდული არ გააჩნია
  • სხვადასხვა კატეგორიის მედია კონტენტის დათვალიერება, მოსმენა და ყურება
  • დოკუმენტებთან მუშაობა
  • სხვადასხვა პროგრამებს შორის მონაცემების იმპორტ-ექსპორტი
  • ელექტრონული ფოსტით შეტყობინებების და ფაილების სწრაფი გაგზავნა და ასე შემდეგ.

AirDrive HD ვრცელდება უფასოდ და ხელმისაწვდომია iTunes App Store მეშვეობით, ხოლო პორგამული გარსი მინიმუმ iOS 4.0 უნდა იყოს.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება