markup logo

896

Acer Aspire S7 ულტრაბუქი თაჩსკრინით

a7

Touchscreen–ით და Windows 8-ით “აღჭურვილი” ნოუთბუქების მოყვარულთა გასახარად Computex –ზე წარდგენილ იქნა Acer–ის Aspire S7 ულტრაბუქების სერია.   (13.3 ინჩიანი და 11.6 ინჩიანი 180 გრადუსით „კეცვადი“ touchscreen მოდელები). მოდელებს გააჩნიათ Acer Aspire S3 –ის გაუმჯობესებული თვისებები, ასევე 12.5 მმ-იანი ალუმინის „ყდა“, რომელიც დაიცავს ულტრაბუქს მოგზაურობისას.

13 ინჩიან Aspire S7 –ს გააჩნია შუშის თავსახური,  ულტრაბუქის ორივე ვერსიას აქვს კლავიატურა განათებით და HD ეკრანი.  ზემოთ ხსენებული ნოუთბუქების დაწვრილებითი მახასიათებლები ჯერ არ არის წარდგენილი Acer –ის მიერ, თუმცა უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ რელიზს.

დაველოდოთ  მესამე თაობის Intel Core (Ivy Bridge) ორივე i5 და  i7 კონფიგურაციებით, ყველა ნაწილის ულტრათხელი პროფილით და მთლიანად მშვენიერი, მინიმალისტური დიზაინით.

უკვე ცნობილია, რომ ამ მოწყობილობებში ნამდვილად გამოყენებული იქნება Acer –ის საამაყო სიახლე – Twin Air-ის გაგრილების სისტემა, რომელსაც მარტივად შეუძლია “შეინარჩუნოს” ულტრაბუქი ოთახის ტემპერატურაზე. ასე რომ მუხლების დაწვა არ გემუქრებათ.

ჯერჯერობით ფასი არ დასახელებულა, მაგრამ იქედან გამომდინარე,რომ Windows 8–ს ენიჭება მთავარი როლი გაყიდვების ფაქტორში, სულ რაღაც 4 თვეში სავარაუდოდ უნდა ველოდოთ  მიწოდების პირველ „მერცხლებს“. ადევნეთ თვალყური სიახლეებს!

იხილეთ review of the Acer Aspire S3 with Core i7 processor inside და მოემზადეთ შემდეგისთვის

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება