markup logo

455

Acer იმუქრება, რომ უარს იტყვის Windows–ზე Microsoft–ის კომპიუტერების მწარმოებელთა ბიზნესში ჩარევის გამო

acerw

კორპორაცია Acer–მა შესაძლოა უარი განაცხადოს Windows პლატფორმიანი კომპიუტერების გამოშვებაზე მას შემდეგ რაც Microsoft  საკუთარი ბრენდით გამოუშვებს Surface პლანშეტებს.

ასეთი მასშტაბის კომპანიამ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება საზოგადოდ, რადგან Microsoft –ის Surface პლანშეტი საგრძნობლად გაურთულებს ცხოვრებას პლანშტების, ნოუტბუქების და პერსონალური კომპიუტერების ყველა მწარმოებელს, ალბათ მხოლოდ Apple –ის გამოკლებით. ხელსაყრელი ფასების შემთხვევაში Microsoft –ის პლანშეტი თავისუფლად აჯობებს Android პლანშეტების უმრავლესობას და გაუწევს ღირსეულ კონკურენციას როგორც iPad–ს, ასევე ულტრაბუქებს.

„თუ Microsoft აპირებს აპარატურული უზრუნველყოფის ბაზარზე შემოჭრას, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? კვლავ Microsoft –ზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი, თუ ვეძებოთ სხვა ალტერნატივა?“ – ეს გახლავთ Acer –ის ოპერაციული დირექტორის კემბელ კანის კომენტარი The Financial Times –ის ინტერვიუში კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის „თხოვნაზე“ Microsoft –ის მიმართ – კარგად დაფიქრდეს სანამ შემოიჭრება ამ ბიზნესში.

CNews –ის ცნობით, Microsoft –ში კარგად ესმით რა შეიძლება მოჰყვეს ბიზნეს მოდელის ცვლილებას: ოფიციალურ დოკუმენტებში სოფტვერული გიგანტი აღნიშნავს, რომ „Surface  გაუწევს  კონკურენციას  ჩვენი პარტნიორების პროდუქტებს“. კომპანიაში ასევე აღიარეს, რომ შეიძლება შემცირდეს Microsoft –ის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის დონე და გაყიდვების რაოდენობა.

კატეგორია: Hardware, OS, Software, ლეპტოპები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება