markup logo

374

35-დოლარიანი კომპიუტერი საკუთარი ოპერაციული სისტემით

35

ყველა, პროგრამირების სწავლის მსურველთათვის ენთუზიასტების მიერ გამოგონებული მინიკომპიუტერის Raspberry Pi–ს მომხმარებელი, შეძლებს Debian საფუძველზე დააყენოს მასში ოპერაციული სისტემა, რომელსაც Raspbian ეწოდება.

RosInvest.com– ის ცნობით, ოპერაციული სისტემა ოპტიმიზირებულია ძალზე იაფფასიან, საკრედიტო ბარათის ხელა  კომპიუტერზე სამუშაოდ. ამ ტიპის კომპიუტერის გაყიდვა დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში და გააჩნია შემდეგი მახასიათებლები: პროცესორი  ARM  700 MGh სიხშირით,  256 Mb ოპერაციული მეხსიერება, ორი USB პორტი, რომლებიდანაც ერთი – ენერგიის გამტარია,  Ethernet და HDMI, Wi-Fi მოდული, ხოლო მუდმივ დამახსოვრების მოწყობილობად Raspberry Pi –ში გამოიყენება მეხსიერების ბარათი SD (Secure Digital).

Frontier Games სტუდიის ხელმძღვანელმა, არაკომერციული ორგანიზაციის Raspberry Pi Foundation–ის  უფროსმა ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა, რომ შექმნის ასეთ კომპიუტერს, 2011 წლის დასასრულს დაპირებული იყო 10 000 მოწყობილობას. შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ კომპიუტერის ფასი იქნებოდა 25 დოლარი, მაგრამ საბოლოო ვერსიის ფასი, რომელშიც USB და Ethernet პორტებიც შედიოდა, ჯამში – გამოვიდა დაახლოებით 35 დოლარი. 

პროექტის სხვა დამფუძნებლის რობერტ მულინსის თქმით, მიუხედავად ინფორმაციული ტექნოლოგიების  უდიდესი პოპულარობისა, ახალგაზრდებში არ არის ბევრი მსურველი გახდეს ინჟინერი ან პროგრამისტი, ამიტომ ეს სპეციალობები ახლა ძალზე მოთხოვნადია. Raspberry Pi იყო შექმნილი ახალგაზრდებში პატარა ასაკიდანვე ინტერესის გასაღვივებლად.

ახალი ოპერაციული სისტემა „ამარცხებს“ მოწყობილობის არასახარბიელო მახასიათებლებს და ითვალისწინებს ოპერაციების შესრულების გაუმჯობესებას, უფრო სწრაფ ვებ სერფინგს, ბირთვის და აპლიკაციების მუშაობის ოპტიმიზაციას, რის ხარჯზეც, ის რეკომენდირებულია ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის.

ახალი ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს უფრო მაღალ  წარმადობას, ვებ გვერდების უფრო სწრაფ დათვალიერებას და ჩაშენებულ მედიაპლეერ Omxplayer–თან უფრო სწრაფ მუშაობას.

ახლა კი თავიანთი სიტყვა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებმა უნდა სთქვან. პირველი ბეტა ვერსიების გამოსვლისთანავე,  მფლობელები ნელ–ნელა შეუდგნენ Raspberry Pi –სთვის პროგრამისტთა თანამეგობრობის ფორმირებას, რომელიც მუდმივად ამარაგებს სისტემას ახალი სოფტით

კატეგორია: Hardware, OS, PC, Software .

კომენტარის დატოვება