markup logo

495

2020 წლისთვის ინტერნეტთან მიერთებული „ჭკვიანი“ ნივთების რიცხვი 20 მილიარდს გადააჭარბებს

მეცნიერები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ ინტერნეტის საგნები და ჭკვიანი მოწყობილობები – მზარდი ტენდენციაა. მაგრამ მომხმარებლების უმრვალესობისთვის თემა გაუგებარი იყო და საკითხით დიდწილად ტექნოლოგიური სიახლეებით გატაცებული ადამიანები ინტერესდებოდნენ.

ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა – ნაწილობრივ ისეთი IT-გიგანტების წყალობით, როგორებიც არიან Apple, Amazon ან Google, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლების ძალისხმევით. ახლა ადამიანები აქტიურად სარგებლობენ არამხოლოდ ფიტნეს-სამაჯურებით და ჭკვიანი საათებით, არამედ სხვადასხვა საყოფაცხორებო საგნით – დაწყებული ნათურებით, დასრულებული ელექტროჩაიდნებით.

IT სფეროში კვლევებისა და კონსულტაციების საერთაშორისო კომპანია Gartner-ის პროგნოზით, ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობების როდენობა 2020 წლისთვის 20 მილიარდს გადააჭარბებს; Ericsson-ის ექსპერტები კი იმავე დროისთვის 50 მილიარდი ჭკვიანი მოწყობილობის გაჩენას ვარაუდობენ.

ჭკვიანი მოწობილობები მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ტექნიკა, მაგრამ მათ აქვთ დამატებითი შესაძლებლობები. მაგალითად, ლოგინიდან წამოდგომის გარეშე შეიძლება ოთახში ნათურის გამორთვა, შუქის ავტომატური ჩართვა-გამორთვის დაყენება, და იმავდროულად იმის გარკვევაც, თუ რომელ ოთახში იხარჯება მეტი ელექტროენერგია.

არსებობს ასევე ჭკვიანი სერვერები, რომლებიც უბრალოდ სხვადასხვა მონაცემს აგროვებენ და ეხმარებიან მომხმარებლებს თვალი ადევნონ ხარჯებს, უსაფრთხოებას და კომფორტს სახლებში. შეიძლება წყლის და ჰაერის ხარისხის ხარჯებზე თვალის მიდევნება. დღეს უკვე იყიდება ამ მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული მზა ინსტრუქციები. არანირი სპეციალური ცოდნა ან დამატებითი ტექნიკა ამისთვის საჭირო არ არის. ასეთივე იოლია ყველაზე მარტივი საყოფაცხოვრებო ნივთებით – უთოთი ყავის მადუღარით, ჩაიდნით ან ელექტროღუმელით სარგებლობა.

ჭკვიანი მოწყობილობების მართვა, ასევე ჭკვიანი ტელეფონებით (სმარტფონი) შეიძლება.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება