markup logo

852

100 ყველაზე ღირებული ბრენდი: Apple ისევ საუკეთესოებშია; Nokia გაქრა

top10

WPP–ის (Wire and Plastic Products) მილვორდ ბრაუნმა გამოაქვეყნა ყოველწლიური მსოფლიო წამყვანი ბრენდების რეიტინგი. კვლევის მიხედვით, ხუთი ბრენდიდან ოთხი,ხოლო ათიდან შვიდი  გახლავთ ტექნოლოგიური ფირმები.  $183  მილიარდით Apple არის მსოფლიოში

ყველაზე ღირებული ბრენდი. ტიტული, რომელიც მან დაამტკიცა გასულ წელს, თუმცა იმ დროისათვის საუბარი იყო $153.3 მილიარდზე, მომდევნო წელს ის გაიზარდა 19 პროცენტით.

$116 მილიარდით IBM რეიტინგით მეორეა. Google–მა, რომელიც მეორე ოყო გასულ წელს, გაუცვალა ადგილი IBM–ს მას შემდეგ რაც მისმა ბრენდ ღირებულებამ ყოველწლიურად  სამი პროცენტით იმატა.

$76.7 მილიარდით Microsoft–მა დაიკავა მეხუთე ადგილი, ერთი საფეხურით ზევით აღმოჩნდა McDonalds–ი – ერთადერთი არატექნოლოგიური კომპანია პირველ ხუთეულში.

ყველაზე დიდი ყოველწლიური მატება ისევ ტექნოლოგიურ კომპანიას აქვს:  Facebook, რომელმაც 2011 წლის 35 ადგილიდან გადაინაცვლა 19–ზე 2012 წელს, უსწრაფესი წინსვლა და ბრენდ ღირებულების 74 პროცენტი – $33.2 მილიარდი.

ნოკია, რომელიც რეიტინგით 81 ადილზე იყო 2011 წლის მაჩვენებლებით, 28%  ყოველწლიური ვარდნის შემდეგ, კიდევ უფრო დათმო პოზიცია 2012 წელს.

როგორც ჩანს ის საერთოდ ამოვარდება ამ სიიდან და ეს არც არის გასაკვირი კომპანიაში  არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ არც თუ ისე შორეულ 2008 წელს Nokia–ს მეცხრე ადგილი ეკავა მსოფლიოში ყველაზე ღირებულ ბრენდებს შორის.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება