markup logo

1,004

10 საშინელი დღე ქარხანაში, სადაც ახალ iPhone-ს აწყობენ

factory-in-china

ჩინური გაზეთის Shanghai Evening Post -ის ჟურნალისტი, რომელმაც 10 დღის განმავლობაში იმუშავა ჩვეულებრივ მუშაკად iPhone 5 -ის ასაწყობ ხაზზე ტაიიუენის ქარხანა Foxconn-ში, გვიზიარებს შთაბეჭდილებებს შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობებზე.  

მასალის ინგლისური თარგმანი გაჩნდა საიტზე micgadget.com, იქედან კი უკვე გავრცელდა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში – ზუსტად iPhone 5 -ის პრეზენტაციის თარიღისთვის.

თავდაპირველად კვლევის მიზანი იყო iPhone 5-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ კი მან გადაწყვიტა გაეშუქებინა ჩინელი მუშების უფრო ვრცელი სურათი მუშის დღიურის სახით, რომელსაც ის ფარულად წერდა. მართალია, უშუალოდ iPhone -ის წარმოებაზე ჟურნალისტი დაუშვეს მხოლოდ მერვე დღეს.

პირველ კვირას ჩატარდა სწავლება და ინსტრუქტაჟი, რომელიც ასევე მოიცავდა ხელმოწერას ეკოლოგიური უსაფრთხოების არარსებობის შესახებ  დოკუმენტზე. გარდა ამისა, ყველა ახალმოსულმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელშიც აქცენტირება იყო გაკეთებული ოთხ საკითხზე, რომლებზეც საუბარი იკრძალება: ტექნიკური ინფორმაცია, გაყიდვების მაჩვენებლები, ადამიანური რესურსი და წარმოების სტატისტიკა.

საბოლოოდ, მუშაკებს გააცნეს ცამეტპუნქტიანი წაქეზების სია და სამოცდაათზე მეტი საჯარიმო სანქცია. ვიღაცამ დასვა შეკითხვა Foxconn -ის ქარხნებში თვითმკვლელობების რიცხვზე, ხელმძღვანელობამ განიხილა ეს უსიამოვნო მომენტი, მაგრამ არც თუ ისე დეტალურად.

ბოლო ორი დღე მან უკვე კონვეერთან გაატარა, მეტი მან ვერ გაუძლო.

„მომზადების შემდეგ ჩვენ სწრაფად გაგვაგზავნეს სამუშაოდ მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო. დასვენების საშუალებას მხოლოდ დღისით გვაძლევდნენ“,– ყვება გაბედული ჟურნალისტი. „ჩვენ მივაღწიეთ შესასვლელს წარწერით „საიდუმლო ზონა“. გვითხრეს, რომ თუ ვინმე გაივლის მეტალოდეტექტორს რაიმე ლითონის ნივთით, მას იმწამსვე გაუშვებენ სამსახურიდან. ხელმძღვანელმა გაგვაფრთხილა, როგორც კი დავსხდებით, გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც გვეტყვიან“.

„ჩემი დავალება იყო ზედა ნაწილზე შესაერთებლების ადგილის მონიშვნა ფუნჯის მეშვეობით. ეს ნაწილები კონვეირით მოდიოდნენ ყოველ სამ წამში“.

„ახალი მუშაკი, რომელიც ჩემს პირდაპირ იჯდა, დაიღალა და წამოწვა. ეს დაინახა უფროსმა და დასაჯა – დააყენა კუთხეში 10 წუთით“.

„ჩემი გათვლებით მე ვნიშნავდი 5 ნაწილს ერთ წუთში. ყოველ 10 სამუშაო საათში მე ვმონაწილეობდი 3 000 iPhone 5–ის წარმოებაში. უფროსის თქმით ეს სამუშაო ნაზი ქალის ხელებისთვისაა, მაგრამ პერსონალის არასაკმარისი რაოდენობის გამო, იძულებულები არიან მამაკაცებს ანდონ ის“.

სულ უკანა ნაწილის წარმოებაში მონაწილეობს 48 მუშაკი, 12 ადამიანი 4 ასაწყობ ხაზზე. ნახევარ სამუშაო დღეში ისინი უშვებენ 36 000 პანელს. უფროსები აიძულებენ მუშაკებს დამატებით 2 საათი იმუშაონ, რაშიც მათ გადაუხდიან დამატებით 4 დოლარს.

“მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ რეპორტაჟის უტყუარობის გარანტია, Apple–ის ფანატებმა უნდა დააფასონ ჩინელი მუშების მძიმე ჯაფა. ისინი მუშაობდნენ დამატებით, რომ მოესწროთ ახალი iPhone–ის გამოსვლის თარიღისთვის“, წერს რედაქტორი, რომელმაც განათავსა ეს მასალა საიტზე micgadget.com.

Foxconn – 1973 წელს ტაიბეიში დაფუძნებული კომპანია Hon Hai Precision Industry Co –ს სავაჭრო ნიშანია. კომპანია უშვებს კომპიუტერულ, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, ასევე დედაპლატებს, გაგრილების სისტემებს, გრაფიკულ ვიდეოადაპტერებს, კორპუსებს პერსონალური კომპიუტერებისთვის და სხვა. Foxconn არის მსოფლიო ლიდერი ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში, ის გახლავთ კონტრაქტიანი უშუალო შემსრულებელი. Foxconn –ის ძირითადი შემკვეთები არიან Apple, Canon, Cisco, Dell, Intel, Nokia, Motorola, Sony და Nintendo. სულ Foxconn –ში დაკავებულია 1 მილიონი ადამიანი.

Foxconn–ის საწარმოები ტაივანის გარდა არის ჩინეთში, აშშ–ში, დიდი ბრიტანეთში, იაპონიაში, უნგრეთში, ჩეხეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთში და ვიეტნამში. მწარმოებელი ცნობილია დახურული გამყოფებით, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია საწარმო კორპუსები, საერთო საცხოვრებლები პერსონალისთვის და მთლიანი ინფრასტრუქტურა. ყველაზე მსხვილი საწარმო მდებარეობს ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში, სადაც 300 000 ადამიანი მუშაობს.

ბოლო  წლებში Hon Hai –ს არაერთხელ აკრიტიკებდნენ მუშაკების ექსპლუატაციის გამო ჩინეთში. კერძოდ, 2009–2011 წლებში მომხდარ თვითმკვლელობების რამდენიმე შემთხვევამ აიძულა ხელმძღვანელობა მოემატებინათ ხელფასი, რათა შეწყვეტილიყო გაუსაძლის პირობებში მომუშავე მუშაკების თვითმკვლელობები. კომპანიამ დააყენა საწარმოო კომპლექსებში სპეციალური ქსელები, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ თვითმკვლელობების სერია და ასევე მიიღო ფსიქოლოგები.

მიმდინარე წლის დასაწყისში სამართლიანი მუშაობის საერთაშორისო ასოციაციამ, რომელშიც იანვარში Apple შევიდა, ჩაატარა   Foxconn –ის საწარმოო ობიექტებზე მასშტაბური აუდიტი და აღმოაჩინა მუშათა უფლებების დარღვევა.  რეგულატორის პრეტენზიები ეხებოდა დამატებითი სამუშაო საათების  დაუშვებელ რაოდენობას, შრომის არასაკმარისი ანაზღაურება და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

აქამდე Apple  თავად ატარებდა შემოწმებას თავის პარტნიორთა საწარმოებზე. აღსანიშნავია, რომ Apple ერთადერთი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც აქვეყნებს ამგვარი შემოწმებების შედეგებს. Apple –ის ბოლო ანგარიშმა, გამოქვეყნებულმა 2011 წელს, აჩვენა, რომ სამუშაო პირობები კვლავ საშინელ მდგომარეობაშია.

ამ დოკუმენტის თანახმად, არანაკლებ 90 ქარხანა აიძულებს ადამიანებს 60 საათზე მეტი იმუშაონ კვირაში, რითაც არღვევს თავად კომპანიის მიერ შექმნილ შეზღუდვას (40 საათი კვირაში). Apple –მა ასევე აღმოაჩინა ბავშვთა ექსპლუატაციის შემთხვევა. სამართლიანი შრომის ასოციაციის სპეციალისტებმა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ასევე აღმოაჩინეს უამრავი პრობლემა Foxconn–ის ჩინურ ქარხნებში.

ტაივანური კომპანიის ხელმძღვანელობა ჰპირდება დარღვევების უმეტესობის აღმოფხვრას 2013 წლის 1 ივლისისთვის.  კომპანიამ უკვე აწია ხელფასები 16–25 % –ით და აპირებს ათასობით მუშაკის აყვანას დამატებითი სამუშაო საათების აღმოსაფხვრელად.  2010 წლიდან ეს ხელფასის უკვე მესამე მომატებაა.

შენჩჟენის ქარხნების ქვედა სეგმენტის მუშაკთა ხელფასი მომატებული იყო 1800 იუანამდე (დაახლოებით 286 დოლარი) და შემდგომშიც გაიზრდება 2200 იუნამდე (349 დოლარი) საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 2009 წელს ხელფასი არ აღემატებოდა 900 იუანს (143 დოლარი). კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მუშების ხელფასი ყველა მის საწარმოში აღემატება საერთოდ ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებულ ძღვარს. მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნის Foxconn –ის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოო კომპლექსში 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასია 1500 იუანი.

კომპანიის თანმშრომლებმა ჩინური გაზეთების ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნეს, რომ Foxconn –ში საკმაოდ მკაცრი სამუშაო პირობებია – ნებისმიერ დარღვევაზე ხელმძღვანელობა აჯარიმებს მუშაკებს, გარდა ამისა, აიძულებენ დამატებით მუშაობას, ხშირად დასვენების დღეების გარეშეც. თავისუფალი დრო საკმარისია მხოლოდ კვებისთვის და ძილისთვის, თანაც მთელი დღე ისინი ფეხზე დგომით მუშაობენ შესვენების გარეშე.

Foxconn ყოველთვის უარყოფდა „უსამართლო ბრალდებებს.“ კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სამუშაო პირობები დაცულია და მუშაკებს აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. გარდა ამისა, ისინი არაერთხელ ამბობდნენ, რომ ჩინეთის მთავრობა იყენებს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების კვლევებს „Foxconn–ის შანტაჟისთვის“.

კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტერი გოუ 2010 წელს ამბობდა, რომ კომპანია მზადაა გააღოს საწარმოების საწყობები  ჟურნალისტებისთვის, რათა საზოგადოებამ თავად დაინახოს სამუშაო პირობები.

დამოუკიდებელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბოლო დროის განხილვები და მედია საშუალებების ყურადღება მიაყენებს განსაზღვრულ ზიანს Foxconn –ის რეპუტაციას, თუმცა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს არ მოუტანს და არც ერთი მსხვილი შემკვეთი უარს არ იტყვის ჩინელ და ტაივანელ ამწყობებზე.

მით უმეტეს, რომ ტერი გოუ ჰპირდება, რომ სრულად აღმოფხვრის ხელით მუშაობას თავის საწარმოებში 10 წლის შემდეგ. წარმოების მოდერნიზება მიმდინარეობს კომპანია Sharp –ის მხარდაჭერით.  Foxconn –მა უკვე გაამგზავრა ასობით თანამშრომელი Sharp –ის ქარხანაში ოსაკაში სასწავლებლად და „თანამშრომლობის პირობების შესაქმნელად“.

ნამდვილად, იაპონური რობოტები არ მოიკლავენ თავს მკაცრ სამუშაო პირობებში ჩინელი მუშების მსგავსად.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება