markup logo

790

„Intel“-­ის ახალი პროექტი – თვითსწავლადი კომპიუტერები

intel

ამერიკულმა კომპანია „Intel“-­მა პერსონალური კომპიუტერებისთვის მიკროპროცესორების უმსხვილესმა მწარმოებელმა‚ ახალი კვლევითი პროექტი წარადგინა.  პროექტის მიზანია ისეთი ელექტრონული მოწყობილობების შექმნა‚ რომლებსაც მფლობელთა ნებასურვილის ასრულება. შეეძლებათ.

ამისთვის კომპანია აპირებს დაამუშავოს ტექნოლოგიები‚ რომლებიც ადამიანის თავის ტვინის „მოღვაწეობის“ იმიტაციას გააკეთებენ‚ აგრეთვე‚ მოწყობილობები‚ რომელთაც შეეძლებათ‚ შეისწავლონ თავიანთი მფლობელები. პროექტი ისრაელში შესრულდება. „ინტელექტუალური“ პროექტების დამუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ კვლევითი ინსტიტუტი „Intel“‚ აგრეთვე‚ სპეციალისტები ხაიფის „ტექნიონიდან“ და იერისალიმის ებრაელთა უნივერსიტეტიდან.

„მიუხედავად თავიანთი სახელწოდებისა‚ სმარტფონები არ არიან ისეთი ჭკვიანები. ჩემმა სმარტფონმა ჩემს შესახებ ვერაფერი ახალი ვერ გაიგო“‚ – განმარტა კომპანიის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა ჯასტინ რატნერმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისი სიტყვებით „Intel“ აპირებს შექმნას კომპაქტური „ჩასაცმელი“ პერიფერია‚ რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. ასეთი აპარატები შესძლებენ დამოუკიდებლად შეისწავლონ პატრონი. ასე‚ მაგალითად‚ თუ ადამიანს ხშირად ავიწყდება მანქანის გასაღები‚ დროთა განმავლობაში „ჭკვიანი“ მოწყობილობა ქუჩაში გასვლის წინ შეახსენებს ხოლმე მას ამის შესახებ.

„Intel“ პირველი თვითსწავლადი კომპიუტერების გამოშვებას  2014 ან 2015 წლისთვის გვპირდება. გამარტივებული სახით კომპანიის „გონიერი“ ტექნოლოგია უკვე გამოიყენება „Adidas“­ის მაღაზიებში. იგი განსაზღვრავს კლიენტების სქესს‚ ასაკს და თავად არჩევს მათთვის საჭირო ფეხსაცმელს‚

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება