markup logo

775

„ინტერნეტის დამცავი ლიგა“ იბრძვის თავისუფლებისათვის მსოფლიო ქსელში

sopa

ინტერნეტ სივრცეში უფრო და უფრო ღვივდება ვნებათა ღელვა SOPA და  PIPA–ს (კანონპროექტები მსოფლიო ქსელის მუშაობის შესახებ)  საწინააღმდეგოდ. აქტივისტთა კოალიცია ქმნის ქსელს  ნებისმიერი ზომების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ემუქრებიან ინტერნეტის თავისულებას.

ორგანიზაცია სახელწოდებით „ინტერნეტის დაცვის ლიგა“, იმედოვნებს, რომ შეასრულებს „გამაფრთხილებელი  სიგნალის“  როლს ინტერნეტის „დასაცავად“.

გეგმაში შედის  Wikipedia და  Reddit –ის  საპროტესტო აქტივობები, რომლებიც იქნა გამოყენებული  SOPA და  PIPA–ს საწინააღმდეგოდ, როგორც „მუდმივი ძალა ინტერნეტის დასაცავად.“

ინტერნეტის დამცავი ჯგუფის მიღმა დგას არასამთავრობო ჯფუფი – „ბრძოლა მომავლისთვის“, რომელიც „მუშაობს ინტერნეტის სიძლიერის პოზიტიურ გავრცელებაზე“.  „მომავლისთვის ბრძოლის“ დახმარებით შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლის   საშუალებითაც  ათასობით ვებსაიტს იანვარში ჰქონდა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა  SOPA–სადმი მიმართულ პროტესტში.

როგორც „ბრძოლა მომავლისთვის“ თანადამფუძნებელმა Tiffany Cheng–მა  აუწყა The Huffington–ს, „ინტერნეტ დამცავ ლიგაში“ შედიან  ვებ კომპანიები, აქტივისტები, Reddit–ის დამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი და ასევე ჩართულია  Cloudlfare – ინსტრუმენტი, რომელიც აძლევს საშუალებას ვებსაიტების მფლობელებს სწრაფად და მარტივად დააჩქარონ გვერდების მუშაობა.

უფრო მეტი დეტალი გახდება  ცნობილი მომდევნო  თვეში ინტერნეტ დამცავი  ლიგის ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ. გამოთქვით თქვენი აზრი  კოალიციის შესახებ.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება