markup logo

396

ხელოვნური ინტელექტის მქონე მოლაპარაკე მაცივარი Samsung-ისგან

კომპანია Samsung-მა წარადგინა მაცივარი Family Hub ხელოვნური ინტელექტით – წერს New Atlas..

ცნობილია, რომ Family Hub-ზე – ჭკვიანი მაცივრის პროექტზე კომპანია 2016 წლიდან მუშაობს. ყოველწლიურ გამოფენაზე Samsung-მა ასევე წარადგინა ხმოვანი დამხმარე Bixby, რომლის საშუალებითაც ახალი მაცივრის მფლობელს შეეძლება გაიგოს რა პროდუქტი ინახება მაცივარში, რამდენი ხანია რაც მასში განთავსებულია ესა თუ ის პროდუქტი, რომელი აუცილებელი საკვებია საყიდელი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ხმოვანი ბრძანებით შეიცვალოს ტემპერატურისა და გაყინვის პირობები.

საკვებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა, Bixby მფლობელს მოუყვება სიახლეების შესახებ, შეეძლება ჩართოს მუსიკა და მოძებნოს სხვადასხვა კერძის მოსამზადებელი რეცეპტები.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება