markup logo

653

ხასიათის გამომცნობი სვიტერი

jaucketfait

კრისტიან ნაიდლინგერმა, სან ფრანცისკოელმა დიზაინერმა დააფუძნა ლაბორატორია Sensoree. მას ასევე კოსტუმების დიზაინების შექმნასა და ფიზიკურ თერაპიაში აქვს დიდი გამოცდილება.

Sensoree არის ლაბორატორია, რომელმაც ეს სვიტერი გამოუშვა.

„ხასიათის გამომცნობი სვიტერი” დაფუძნებულია კლასიკური სიცრუის დეტექტორზე, რომელიც მუშაობს გალვანური კანის სენსორების დახმარებით.

სვიტერს აქვს სენსორები, რომლებიც ხელის გულზე უნდა მოათავსოთ. სენსორები კითხულობენ ადამიანის აღელვების დონეს და შემდეგ ფერების სახით ინფორმაციას გადასცემენ საყელოზე არსებულ LED ნათურებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ სვიტერის შექმნის იდეა არ შეიცავს მხოლოდ სილამაზეს და კრეატიულობას, ის ასევე სასარგებლოა ავადმყოფებისთვის. მაგალითად აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის, რომლებსაც უჭირთ გრძნობების გამოხატვა.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება