markup logo

883

ჭორი: Apple და Google ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

applegoogle

სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ლარი პეიჯმა და ტიმ კუკმა ჩაატარეს რამდენიმე ფარული მოლაპარაკება ინტელექტუალური საკუთრების საკითხების განსახილველად, მათ შორის მიმდინარე სასამართლო პროცესებზეც ისაუბრეს.

რაზე შეთანხმდნენ Apple–ის  და  Google–ის ხელმძღვანელები უცნობია, მაგრამ სააგენტოს ცნობით  Google–ის და  Apple–ის სხვა ტოპ მენეჯერებს შორის მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.

ზოგიერთი ცნობით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უკვე პარასკევს ჩატარდება, სხვა ცნობებით კი კონსულტაციები გადაიდო უცნობი მიზეზების გამო.

ფორმალურად Apple და Google არ არიან ჩათრეულნი სასამართლო დავის პროცესში, მაგრამ Apple აქტიურად ემტერება Android მოწყობილობების მწარმოებლებს. სხვა მხრივ, ინტერნეტ გიგანტმა ახლახანს შეიძინა კომპანია Motorola Mobility, რომელიც არა მხოლოდ წარმატებას აღწევს Apple –თან სასამართლო დავაში, არამედ მოუტანა ახალ მფლობელებს პატენტთა ფართო „დასტა“, ძირითადად დაკავშირებული მობილურ ტელეფონებთან.

გასულ კვირას Google „მოშორდა“ Apple–ის  და Samsung–ის კონფლიქტს, მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულებმა კოპირებაში ბრალდებულად სცნეს სამრეთ კორეული გიგანტი და დააკისრეს მას 1,05 მილიარდი დოლარის გადახდა.

Samsung –ის მიერ დარღვეული პატენტების უმეტესობა დაკავშირებულია პროგრამულ ფუნქციებთან. მაგრამ Google –ში თვლიან, რომ Apple –ის პატენტები არ ეხება Android –ის ფუნდამენტალურ საფუძვლებს. და მაინც, რიგი ექსპერტთა აზრით, Samsung –ის დამარცხება გზას უხსნის Apple–ს  Googl–ის სასამართლო დევნისათვის.

Apple და Google მობილური ოპერაციული სისტემების ბაზარზე ძირითადი კონკურენტები არიან, პროგრამული პლატფორმა iOS პლანშეტური კომპიუტერების სეგმენტშია ლიდერი, Android კი სმარტფონების ბაზარზე.

ბოლო დროს Apple თანდათან უარს ამბობს Google –ის პროდუქტების დანერგვაზე თავის მოწყობილობებში. ასე მაგალითად, YouTube არ დაყენდება დაგეგმილ iOS 6 Apple –ის მობილურ მოწყობილობებზე. გარდა ამისა, iOS 6–ში კომპანია უარს აცხადებს Google Maps –ის გამოყენებაზეც და ამჯობინებს საკუთარ სამგანზომილებიანი დათვალიერების რეჟიმს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება